GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უზარმაზარი სიმსივნური ხალი ბავშვის დევნის მიზეზი გახდა (VIDEO)
15:25 14.09.2012
დღის სიახლეები

6 წლის კოლუმბიელ დიდიე მონტალვოს რამდენიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა, რათა სამუდამოდ დაეღწია თავი სიმსივნური გამონაზარდისგან, რომლის გამოც ბავშვს „ბიჭუნა-კუც“ კი შეარქვეს.

დიდიეს, სხეულზე, ბავშვობიდან დიდი ხალები ჰქონდა, მაგრამ დედას განსაკუთრებული ყურადღება ამისთვის არ მიუქცევია. თუმცა აღმოჩნდა, რომ მოზარდს პროგრესირებადი დაავადება აწუხებდა. შედეგად, ბავშვს ზურგზე უზარმაზარი სიმსივნური წარმონაქმნი განუვითარდა და ფიზიკური ტკივილების გარდა იმითაც იტანჯებოდა, რომ გამონაზარდი რამდენიმე კილოგრამს იწონიდა.

ყველაზე საშინელება კი მაშინ მოხდა, როცა დაავადების გამო ოჯახი სოფლიდან გააძევეს, ბიჭუნას კი სკოლაში სიარული და მეგობრებთან თამაში აუკრძალეს.

ცრუმორწმუნე კოლუმბიელებმა ბავშვის დედა იმაში დაადანაშაულეს, რომ ფეხმძიმობის დროს მან მზის დაბნელებას უყურა.

დიდიეს, შეიძლება, დიდხანს ეცხოვრა ამ გამონაზარდით, რომ არა მასზე დაბეჭდილი სტატია ადგილობრივ გაზეთში, რის შემდეგაც ხალხმა ბავშვის დასახმარებლად და ოპერაციის დასაფინანსებლად ფულის შეგროვება დაიწყო.

ოპერაცია ქირურგმა ნილ ბალსტროუდმა ჩაატარა, რომელიც სპეციალურად ამ შემთხვევისთვის კოლუმბიაში ლონდონიდან ჩავიდა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცესკოს ბოლო მონაცემებით გამარჯვებული მაჟორიტარი კანდიდატები1
პოლიციამ „ქართული ოცნების“ ღობის დაზიანების ფაქტზე დავით ხაჩატურიანი დააკავა2
ავტოავარიის შედეგად 10 წლის გოგონა გარდაიცვალა3
პატიმართა წამების ფაქტზე 10 პირია დაკავებული4
მიხეილ სააკაშვილი ბაგრატის ტაძრის კურთხევას დაესწრება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X