GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სასჯელაღსრულების სამინისტრო: პენიტენციურ სისტემაში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია
15:51 14.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო სახალხო დამცველის რეკომენდაციას მიესალმება და განცხადებას ავრცელებს:

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მიესალმება სახალხო დამცველის აპარატის განსაკუთრებულ ყურადღებას სასჯელაღსრულების სისტემის მიმართ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებათა დაცვის ეფექტური მექანიზმების არსებობას საქართველოში.

ისევე როგორც საქართველოს სახალხო დამცველის ნებისმიერი რეკომენდაცია, სამინისტროსათვის საგულისხმოა სახალხო დამცველის პრევენციული ჯგუფის გეგმიური მონიტორინგის ანგარიში, ქ.ქუთაისის №2 საპატიმრო და თავისუფლების აღკვეთის და გეგუთის №14 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული ანგარიშის შესახებ სამინისტროს მიზანშეწონილად მიაჩნია, საზოგადოებას ამცნოს შემდეგი ინფორმაცია:

ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების განუხრელად დაცვის მიზნით, შესაბამისი სამსახურების მიერ, დაუყოვნებლივ დეტალურად იქნება შესწავლილი ხსენებული ანგარიში, გადამოწმდება ასახული გარემოებები და შესაბამისად გატარებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მისასალმებელია, რომ ანგარიშში ასახულია სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმების პოზიტიური შედეგები, რაც პირდაპირ აისახება სასჯელაღსრულების სისტემაზე და მათ შორის გეგუთის №14 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაზე.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში შეიცვს სადაო საკითხებს, რომელსაც სამინისტრო გამორიცხავს და მიზანშეწონილად მიიჩნევს დეტალურ შესწავლა/გადამოწმებას, ხოლო ზოგიერთი დასმული საკითხი თავისთავად იქნება გადაწყვეტილი მიმდინარე რეფორმების ფარგლებში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ  სამინისტრო თავადვე აცნობიერებს, რომ პენიტენციურ სისტემაში გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია და ყველა დაწყებული რეფორმის წარმატებით დასასრულებლად სამინისტრო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რათა მოხდეს უმთავრესი პრიორიტეტის რეალიზაცია -  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება.

სახალხო დამცველის ნებისმიერი რეკომენდაცია არის დამატებითი მოტივაცია, რათა კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს სისტემაში, შესაბამისად სამინისტრო მოლოდინშია სახალხო დამცველის შემდგომი ანგარიშისა, სადაც იმედია აგრეთვე იქნება ასახული უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური რეფორმები და მათი შედეგები, რომლებიც სულ მცირე დროში იქნა მიღწეული სასჯელაღსრულების სისტემაში“,- აღნიშნულია განცხადებაში. 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?1
მიწისძვრა დმანისში2
იტალიაში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა3
თბილისის მერი: ჩემი ბრძანებით, ბაღების სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს4
კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 770-ზე მეტი ბავშვი გახდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X