GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ხვალიდან მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასდაკლების ახალი სისტემა ამოქმედდება
17:41 14.09.2012
დღის სიახლეები

მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსის აკაკი ჯოხაძის ინფორმაციით,  თბილისელები მუნიციპალურ ტრანსპორტში ფასდაკლების ახალი სისტემით სარგებლობას ხვალიდან შეძლებენ.

ჯოხაძიოს ინფორმაციით, მერიის ვებ-გვერდზე განთავსებულმა იდეამ ხმათა საჭირო რაოდენობა (15 000) მოიპოვა.

„ფასდაკლების ახალი სისტემის ფარგლებში, ყველა იმ მგზავრს, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ღირებულების  ელექტრონული ბარათით გადახდისას მეტრომანით სარგებლობს, შესაძლებლობა აქვს მუნიციპალურ ტრანსპორტში,  პირველი მგზავრობის საფასური 50 თეთრი გადაიხდოს და საათნახევრის განმავლობაში, მეტროსა და ავტობუსში სხვა მარშრუტზე გადაჯდომისას უფასოდ იმგზავროს“,- აღნიშნა მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, აღნიშნული სისტემა ევროპის ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული.

რაც შეეხებათ სხვადასხვა სოციალური შეღავათების მქონე ადამიანებს, მერაიში განმარტავენ, რომ ის 600 000-მდე ადამიანი, რომელიც ფასდაკლების ბარათით სარგებლობს აღნიშნული შეღავათით სარგებლობასაც შეძლებენ.

„ამ შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი პიროვნება, მასწავლებელი თუ სხვა გადაიხდის მათვის განკუთვნილ დაბალ ტარიფს. შემდეგი საათნახევარი კი უფასოდ ივლის“,- დასძინა ჯოხაძემ.

თბილისის მერიის ახალი ინიციატივა 5 დღის განმავლობაში ვებ-გვერდზე: www.chemitbilisi.com იყო განთავსებული, რომელმაც საჭირო 15 000 ხმა მალევე მოაგროვა.

internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება1
ბენ ლადენის ცოლები საუდის არაბეთმა შეიფარა2
„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა ამოიღეს3
ივანიშვილი კოალიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალგაზრდობის სურათებს აქვეყნებს4
ბოტოქსი დედებს ბავშვების აღზრდაში ხელს უშლის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X