GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კახეთში საზეიმო ღონისძიებები გრძელდება (VIDEO)
18:58 15.09.2012
დღის სიახლეები
სამასზე მეტი სახელმწიფო და კერძო სერვისი ერთ სივრცეში დღეს უკვე თელაველებისთვისაც გაერთიანდა. კახეთის ისტორიულ ქალაქში იუსტიციის სახლი დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში რიგით მეცხრე იუსტიციის სახლი ერეკლეს მოედანზე განთავსდა. მისი ორიგინალური არქიტექტურა „არქიტექტურის ლაბორატორია 3"-ს ეკუთვნის. მოქალაქეების მიღებას სერვისცენტრი უკვე ორშაბათიდან შეძლებს.

თელავის რეაბილიტაციის პროექტის საზეიმო გახსნა მართლაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა. საზეიმო ღონისძიებები ქალაქში დილიდან დაიწყო. განახლებულმა ნადიკვარის პარკმა, ერეკლეს ძეგლის ტერიტორიამ, ჩოლოყაშვილის ისტორიულმა ქუჩამ უამრავ სტუმარს უმასპინძლა. საზეიმო განწყობა დამთვალიერებლებს მოძრაობის თეატრის და ცირკი „შაპიტოს" მასხიობებმაც შეუქმნეს. განახლებულ ჩოლოყაშვილზე ერთად სეირნობდნენ პატარები და მათი საყვარელი ზღაპრების გმირები. 
ერეკლეს მოედანზე გიგანტური საწნახელში მსურველებმა ღვინის დაწურვაში მონაწილეობა და სუვენირების შეძენა შეძლეს, ღვინისა და ჩურჩხელის დაგემოვნება კი სტუმრებს მერკადოს ბაზარში მიეცათ.

იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ, ზეიმი თელავში ცნობილი ჯგუფის „ჩიკო ენდ ჯიბსის" ახალგაზრდა ბენდის კონცერტით გაგრძელდა, ღონისძიების ბოლოს კი ულამაზესი ფოიერვერკი მოეწყო.
თელავში ღონისძიებებს ცნობილი ჯგუფის "ჯიბსი კინგის" ახალგაზრდა წევრების კონცერტი დაასრულებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების კვალი მთელს თელავს ეტყობა. აღდგენილია ნადიკვარის პარკი, ერეკლეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორია, ისტორიული იერი დაუბრუნდა ჩოლოყაშვილის ქუჩას, ფერი იცვალა ერეკლეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიამ. დასრულდა ყვარლის რეაბილიტაციაც, განახლებული ქალაქი საზეიმოდ ხვალ გაიხსნება, ისტორიული ციხის ტერიტორიაზე გამართული თეატრალიზებული ღონისძიების შემდეგ, სტუმრებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამედროვე ოფისის დათვალიერების საშუალებაც ექნებათ.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
წულუკიანი: ჩვენი მიზანი იუსტიციის სამინისტროს სამართლიანობის ერთ-ერთ გარანტად ჩამოყალიბებაა1
ჯეიმს აპატურაი: ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე აკეთებს აქცენტს2
საგარეო უწყება ესპანეთში დაკავებულ ქართველებზე ინფორმაციას არ ფლობს3
სკოლებში გრიპის ეპიდემიის საფრთე იზრდება4
დიაგნოზი - აუტიზმი საშიში არ არის, საშიშია ამ დიაგნოზის მქონე ადამიანების იგნორირება!5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X