GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ივანიშვილი: საქართველოს ნასესხები ფულითაც დავხმარებივარ
13:33 16.09.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის თქმით, მან საქართველოს მოსახლეობას დახმარება ნასესხები ფულითაც კი გაუწია.

აღნიშნული საკითხის შესახებ ივანიშვილმა „მეცხრე არხის“ პროექტ „ხაზზეა საქართველოში“ სტუმრობისას სენაკელი ქალბატონის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, პირველი 30 000 ლარით მან საქართველოს ახალგაზრდები სასწავლებლად გაუშვა. შემდეგ კი, 400 ტრაქტორი სწორედ ნასესხები ფულით გამოუგზავნა ქართველ გლეხებს.

„თუ რამეს აკეთებ ეს მოსახლეობას არ უნდა დაამადლო, აქამდე ვცდილობდი ჩემი ქველმოქმედების აფიშირებისგან თავი შემეკავებინა, თუმცა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ დავრწმუნდი, რომ ხალხმა ეს ყველაფერი უნდა იცოდეს“,– განაცხადა ივანიშვილმა.

ტელეხიდში მონაწილე ქალბატონი დაინტერესდა აქამდე სად იყო ივანიშვილი, მაშინ როცა სამშობლოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა დახმარება.

სამეგრელოს მოსახლეობა დევნილების თემაზე ივანიშვილის პოზიციითაც დაინტერესდა.

ივანიშვილის განცხადებით, 27 სექტემბერს ის დევნილებთან გაფართოებულ შეხვედრას გამართავს.

„ჩვენი ამოცანა დევნილი მოსახლეობის დახმარება იქნება“,– აღნიშნა კოალიციის ლიდერმა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილი კოალიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალგაზრდობის სურათებს აქვეყნებს1
პატრიარქი: ბაგრატის ტაძარი აღსდგა! საქართველო აღსდგა!2
ივანიშვილი: საქართველოს ნასესხები ფულითაც დავხმარებივარ3
სიმსუქნე შესაძლოა მკერდის კიბოს გამომწვევი ფაქტორი გახდეს4
“ქართული ოცნების” აქცია ბერა ივანიშვილის სიმღერით დასრულდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X