GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
1000 ლარიანი ვაუჩერით ბუნებრივი აირის სახლში შეყვანის საფასურის დაფარვაც შესაძლებელია
10:10 18.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში რამდენიმე სოფელს ესტუმრა. პრემიერ–მინისტრი ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭრებალოში გაზიფიცირების დასრულებული სამუშაოების შედეგებს გაეცნო. ვანო მერაბიშვილმა ხვარაძეების ოჯახში გაზქურა პირველმა აანთო და მათ მთავრობის მიერ დაგეგმილ კიდევ ერთ სიახლეზე მიაწოდა ინფორმაცია.

მერაბიშვილის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერ მოქალაქეს ბუნებრივი აირის სახლში შეყვანის საფასურის დაფარვა 1000ლარიანი ვაუჩერის მეშვეობითაც შეეძლება, რომელიც 1 იანვრიდან ამოქმედდება.

მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრი ამბროლაურის რაიონის სოფელ კვარცხუთში სეტყვისგან დაზიანებული ვენახების მეპატრონეებს და ადგილობრივი ღვინის ქარხნის წარმომადგენლებს შეხვდა. ვანო მერაბიშვილის განცხადებით, დაზარალებული მოსახლეობა უახლოეს დღეებში მიიღებს სასურსათო დახმარების პაკეტებს, ხოლო დაზიანებულ ყურძენს ადგილობრივი ღვინის ქარხნები 1 კილოგრამს 1.5 ლარად ჩაიბარებენ.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, დაზიანებული ყურძნის მოსავლის დროულად, უახლოეს დღეებში დაბინავებაზე. ამ მიზნით, ვანო მერაბიშვილმა ადგილობრივ გამგეობას დაავალა, დაეხმარონ სტიქიისგან დაზარალებულ მევენახეებს მოსავლის აღებაში და ტრანსპორტირებაში.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურის რაიონის სოფელ ბუგეულში შპს „ალექსანდროულის“ ღვინის ქარხნაც დაათვალიერა და ქარხნის ხელმძღვანელობას ყურძნის, მათ შორის სტიქიისგან დაზიანებული მოსავლის, დროულად მიღება-გადამუშავების დეტალებზე ესაუბრა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 21 ოქტომბრისთვის1
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ჟენევის მოლაპარაკებების 21-ე რაუნდთან დაკავშირებით2
1000 ლარიანი ვაუჩერით ბუნებრივი აირის სახლში შეყვანის საფასურის დაფარვაც შესაძლებელია3
საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დამატებითი რეგისტრაციის გავლა დღეიდან შეეძლება4
“ქართული ოცნება” სამი მიმართულებით ტენდერს გამოაცხადებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X