GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პრეზიდენტმა შაორის ტბასთან ტურისტული კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი (VIDEO)
17:45 18.09.2012
დღის სიახლეები

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი სოფელ ძიმითის მოსახლეობას შეხვდა და მას სიტყვით მიმართა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ადგილობრივებს იმ პრობლემების მოგვარება აღუთქვა, რომელიც სოფელში ჯერ კიდევ გადაუჭრელია.

მიხეილ სააკაშვილმა საყოველთაო დაზღვევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ყურადღება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე გაამახვილა. პარტიის თავმჯდომარე სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების საკითხსაც შეეხო და მათ შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფას დაპირდა. მისი თქმით, სოფელში შემოვა ბუნებრივი გაზიც და გზის პრობლემაც მალე აღმოიფხვრება.

დღესვე პრეზიდენტმა შაორის ტბასთან კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

„რაჭაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოვძირკვოთ სიღარიბე, უმუშევრობა და გაჭირვება, რადგან აქ არის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი, მშრომელი და ძალიან მაგარი ხალხი. ბოლო 8 წლის განმავლობაში არ ყოფილა ერთი დღე, როცა ჩვენ ყველას ერთად არ გვიფიქრია, იმაზე თუ როგორ გადაგველახა სიღარიბე. ვიღაცეები მოდიან არჩევნებისთვის, ვიღაცეები სხვა თემებისთვის, მაგრამ თითოეულ ოჯახში სარგებლის შესვლა ეს ჩვენი ნაციონალური იდეაა. ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ჩვენი პარტიის იდეაა, არამედ ეს უნდა ეკუთვნოდეს ყველას“,- განაცხადა სააკაშვილმა

ქვეყნის პირველი პირის თქმით, ქვეყანა წინსვლას გააგრძელებს. „დასანგრევი და ასარევი ქვეყნა ჩვენ არ გვაქვს. ერთმანეთს უნდა დავუდგეთ გვერდზე და არ მივცეთ მტერს იმის საშუალება, რომ ჩვენი შიდა განსხვავებები გამოიყენოს“,- დასძინა პრეზიდენტმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
"საუკუნის ქურდობაში" ბრალდებულთა საქმის განხილვა განახლდება1
რიჩარდ ნორლანდი: საქართველომ დემოკრატიის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა2
გოგა ხაინდრავას განმეორებით დაკითხავენ3
საქართველოს პატრიარქი თბილისს აკურთხებს4
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X