GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახალხო დამცველი: ქსნის ციხეში სპეცდანიშნულების რაზმი არ შესულა
19:36 20.09.2012
დღის სიახლეები

ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლის თაობაზე. სახალხო დამცველის ინფორმაციით კი, დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმი არ შესულა და დაწესებულებაში სიმშვიდეა.

„მთელი დღის განმავლობაში ცალკეული მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი და შემაშფოთებელი ინფორმაცია სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში დესტაბილიზაციის, გარდაცვლილი და ნაცემი პატიმრების შესახებ. სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სად-ის დაწესებულებების მონიტორინგს. ამჟამად ყველა დაწესებულებაში მშვიდი ვითარებაა“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არეულობა რომელიმე დაწესებულებაში და პირველ რიგში ზიანი მიაყენოს პატიმრების ინტერესებს.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თუ გაქვთ კონკრეტული ინფორმაცია კონკრეტული პატიმრის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, ან სხვა სახის უფლებადარღვევის თაობაზე, დაგვიკავშირდით სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე: 223 44 99, ან მობრძანდით სახალხო დამცველის აპარატში მისამართზე: თბილისი, ნინო რამიშვილის 6. ასევე შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველის აპარატის რეგიონულ ოფისებს: ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, მარნეულში, გორსა და ახალქალაქში“,- აცხადებენ ომბუცმენის აპარატში.

internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქეცბაიამ საფინეთო და საბელორუსო შემადგენლობა დაასახელა1
მიხეილ სააკაშვილი: მომავალი წლიდან ეკონომიკის მინიმუმ 10%-იანი ზრდა იქნება2
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება3
დავით უსუფაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს4
მოშინაურებულმა ტერიერმა პატრონი დაგლიჯა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X