„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ხელისუფლებას მიმართვას უგზავნის
“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის”, რომელიც
30-ზე მეტ მედია და ბიზნეს არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს,
სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში
პატიმართა
წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს
ეხმაურება და ხელისუფლებას რეკომენდაციით
მიმართავს.
„განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო საქართველოს პენიტენციალური და მართლმსაჯულების
სისტემის არსებითი პრობლემები.
შესაბამისად,
კოალიცია მოუწოდებს საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება წლების განმავლობაში სახალხო დამცველის, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, გაეროსა და
ევროპული
საზედამხედველო
ინსტიტუტების
მიერ პენიტენციალურ სისტემაში გამოვლენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე და მომავალში
მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, შეასრულოს მათი რეკომენდაციები.
კოალიცია
და მისი წევრი ორგანიზაციები გამოვთქვამთ მზადყოფნას მივიღოთ აქტიური მონაწილეობა ზემოაღნიშნული რეკომენდაციების შესრულების პროცესში“,- ნათქვამია
განცხადებაში.
Internet.ge