GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ილია მეორე: რაც საქართველოში მოხდა სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ სააშკარაოზე არ გამოაქვთ
13:39 21.09.2012
დღის სიახლეები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას სტუდენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. პატრიარქის ქადაგებას, მრევლთან ერთად, ერთიანი სტუდენტური გაერთიანებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„რაც ჩვენ ვიხილეთ, ერისა და საქართველოს სირცხვილია, არეულობა ჩვენს ქვეყანაში არ გვაკლია.  მე მამაშვილური სიყვარულით მოგმართავთ, არავითარ შემთხვევაში არეულობა არ შეიტანოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ეს ისედაც არ გვაკლია, პირიქით, სტუდენტებმა ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა და სათნოება დამკვიდრდეს,“- ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

უწმინდესი იმედოვნებს, რომ სტუდენტები ამ მოწოდებას შეისმენენ და ყველაფერს გააკეთებენ, რომ არეულობა არ იყოს.

"არჩევნები უნდა ჩავატაროთ მშვიდ გარემოში. ყველაზე მნიშვნელოვანია სიმშვიდე შევინარჩუნოთ პირველ ოქტომბრამდე. რაც გუშინ მოხდა სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ხელისუფლებას და ხალხს ეს სამარცხვინო მოქმედება არ გამოაქვს საქვეყნოდ, არამედ, თვითონ ასწორებენ ყველაფერს და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს და არ განმეორდეს. ჩვენ გამოვთქვით ჩვენი გულისწყრომა ამასთან დაკავშირებით. მე მინდა ყველას მოგმართოთ ამ მოვლენებს ბოროტად ნუ გამოვიყენებთ, ნუ გამოვიყენებთ საქართველოს და ადამიანების დასამცირებლად,“ - ნათქვამია ქადაგებაში.

უწმინდესმა ხაზი იმასაც გაუსვა, რომ ზოგიერთებმა შეიძლება ისარგებლობენ შექმნილი მდგომარეობით და  არასტაბილური მდგომარეობა შემოიტანონ საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ დღეს 19:00 საათზე, უწმინდესი და უნეტარესი დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში მიბრძანდება და პარაკლისს გადაიხდის, რის შემდეგადაც  ერს კურთხევას მისცემს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
უჩვეულოდ მოქნილი სხეულის გამო გოგონას გველი უწოდეს1
ბიძინა ივანიშვილს გამარჯვება ფიდეს პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მოულოცა2
პრემიერი ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის სასახლის დატოვებისკენ მოუწოდებს3
დევნილებმა ზუგდიდში პოლიტექნიკური სასწავლებლის მიტოვებული შენობა თვითნებრად დაიკავეს4
ივანიშვილი: რუსეთის ხელისუფლებასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X