GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს სამეფო სახლი საპროტესტო ტალღას უერთდება
15:09 22.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სამეფო სახლის მეთაური ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკი, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, საქართველოს სამეფო სახლი საპროტესტო ტალღას უერთდება. „ინტერნეტ.ჯი“ აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ძვირფასო თანამემამულეებო! თავს მოვალედ ვთვლი მოგმართოთ იმ საყოველთაო აღშფოთების ფონზე, რითაც გამსჭვალულია დღევანდელი საზოგადოებრივი ატმოსფერო და რომელიც გამოწვეულია პენიტენციარულ სისტემაში მომხდარი იმ შემაძრწუნებელი ფაქტებით, რაც საჯარო გახადა მედიამ.

სამეფო სახლი უმკაცრესად გმობს იმ დანაშაულს, რომელიც არა მარტო ცდება ზნეობრიობის საზღვრებს, არამედ ატარებს იმ ნიშნებს, რომლებიც განეკუთვნება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა კატეგორიას. დამნაშავეთა, მათ ხელშემწყობთა და მფარველთა კანონის შესაბამისად უმკაცრეს დასჯას, სამართლიანობის მოთხოვნის საპროტესტო ტალღას ჩვენ გულწრფელად ვუერთდებით.

ყოველივე ამან კიდევ უფრო დაძაბა ისედაც მძიმე საარჩევნო გარემო, გაამწვავა ვნებები, გააშიშვლა საზოგადო ტკივილები, შექმნა სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროება.

ამასთან, საზოგადოებას ზოგადად და, კონკრეტულად, პოლიტიკურ ორგანიზაციებს და არსებულ ხელისუფლებას მოვუწოდებთ და ვაფრთხილებთ, რომ საჭიროა მეტი თავშეკავება, მეტი თვითკონტროლი, რათა ემოციებმა არ გვიბიძგონ რადიკალური ქმედებებისკენ, რაც აშკარად ჩაშლის მოახლოებულ არჩევნებს. ეს კი დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

მხოლოდ არჩევნებით, ხალხის ნებით, დემოკრატიული, თავისუფალი ნების გამოხატვით უნდა მივაღწიოთ უმთავრეს მიზანს – ახალი, დემოკრატიული თავისუფალი, ძლიერი საქართველოს აშენებას.

ქართველი ხალხი, რომელსაც მრავალი ქარტეხილი გადაუტანია, არის ღირსი იმისა, რომ ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რასაც ის იმსახურებს და როგორიც მას უნდა!

ღმერთი იყოს საქართველოს მფარველი”,- ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.

 

Internet.ge

 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვანო მერაბიშვილი ქართლის რეგიონში შეხვედრებს განაგრძობს1
ვანო მერაბიშვილი: სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოს ინტერესებში შედის2
ბაგა-ბაღებში ბავშვების მიღება 17 სექტემბრიდან დაიწყება3
მარსიდან ჩამოვარდნილ მეტეორიტებზე „სიცოცხლის ნაწილაკები“ აღმოაჩინეს4
ბაჩო ახალაია: გადაბარების პროცესი მშვიდად რომ დასრულებულიყო ქვეყანა უნდა დამეტოვებინა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X