GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კახეთში სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედროები მედლებით დაჯილდოვდნენ
19:05 22.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საქართველოს პრეზიდენიტის დავალებით შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები და რეზერვისტები სპეციალური მედლებით “სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისთვის” დააჯილდოვა. მედლები  იმ სამხედრო მოსამსახურეებს და რეზერვისტებს გადაეცათ, რომლებმაც კახეთში სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალის ლიკვიდაციაში მიიღეს მონაწილეობა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ვაზიანის მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე და მისი პირველი მოადგილე ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე დაესწრნენ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს პირადად გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ „ქართული არმია არც ომში და არც მშვიდობიან დროს არც ერთ ადამიანს არ მიატოვებს. კახეთში სტიქიის დროს ქართული ჯარი ბოლომდე იდგა იქ, სადაც სამშობლოს სჭირდებოდა“.

კახეთში სტიქიის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ლიკვიდაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები ჩაერთვნენ და ზარალის სრულ ლიკვიდაციამდე რეგიონში იმყოფებოდნენ. ადგილზე მუშაობდნენ IV და V ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, სამშენებლო ბრიგადა, საინჟინრო ბატალიონი, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის კადრირებული ბატალიონის პირადი შემადგენლობა და 1000-ზე მეტი რეზერვისტი. მთლიანობაში სალიკვიდაციო სამუშაოებში 2000-მდე სამხედრო მოსამსახურე იღებდა მონაწილოებას. მოსახლეობის დასახმარებლად ფუნქციონირებდა საველე ჰოსპიტალი. თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო პერსონალი დაზარალებულ მოსახლეობას უფასოდ ემსახურებოდა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აფხაზეთის ეკლესიაში დაპირისპირებაა1
ზურაბ წერეთლის სახელოსნოს ტიპოგრაფიაში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა2
ნიკა რურუა: ლიხნის ტაძრის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება ეთნიკური წმენდის გაგრძელებაა3
ქალაქ ლაზიკას პროექტი4
რუსეთი „მისტრალებს“ ორ წელიწადში მიიღებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X