GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსთავის #6 საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს
18:10 24.09.2012
დღის სიახლეები

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 22 სექტემბერს რუსთავის # 6 საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა: ლაშა კვანტალიანი და ბესიკ იობიძე, პროტესტის ნიშნად,  საკერავი ძაფით ზედა კიდურებით ერთმანეთს მიეკერენ, ხოლო დანარჩენმა ოთხმა მსჯავრდებულმა საკერავი ძაფით თავისი ზედა კიდურები საწოლზე მიიკერეს.

გარდა ამისა, ომბუდსმენის აპარატის ცნობით, N6 დაწესებულების N84 საკანში განთავსებული მსჯავრდებულების ლაშა კვანტალიანის, ბესიკ იობიძის, ბექა ესებუას, კახა გაგიშვილის, შალვა ახვლედიანის და ვალოდია გასოიანის განცხადებით, მიმდინარე წლის 23 სექტემბრიდან პროტესტის ნიშნად გამოცხადებული აქვთ შიმშილობა.

მსჯავრდებულები ითხოვენ მათ მიმართ წარსულში მომხდარი ფიზიკური ზეწოლის ფაქტების გამოძიებას, რასაც ადგილი ჰქონდა სხვადასხვა დროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის N15 (ყოფილი N7), რუსთავის N16, ქუთაისის N2 და N18 სამკურნალო დაწესებულებებში.  

„პროტესტის შიმშილობით გამოხატვის გარდა, ზემოაღნიშნულმა მსჯავრდებულებმა მიმართეს სხვა ფორმასაც. კერძოდ, 2012 წლის 22 სექტემბერს ლაშა კვანტალიანი  და ბესიკ იობიძე საკერავი ძაფით ზედა კიდურებით ერთმანეთს მიეკერენ, ხოლო დანარჩენმა ოთხმა მსჯავრდებულმა საკერავი ძაფით მიიკერეს თავისი ზედა კიდურები საწოლზე.

მსჯავრდებულების განცხადებით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს თუ სხვა რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

მსჯავრდებულები ითხოვენ პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრას და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამაშრომლების: დავით ჭაკუას, რობერტ არაქელოვის, ალეკო მუხაძის, გოგა ბუთლიაშვილის, ლევან ლეჟავას, გიორგი კოხრეიძის, ვაჟა ცხვედიანის, დავით მუმლაძის, დათო ნარსიას, რომა რობაქიძის (ტურა), ალადაშვილის, ვინმე ალექსას, ხონსკის და ილოს დასჯას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ტელეკომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული სანქციების შემცირება იგეგმება1
ზურაბ ალავიძე: მიმდინარეობს მთლიანად სტრუქტურაში ოპტიმიზაცია.2
ირაკლი ალასანია მოადგილეებს დაასახელებს3
იულია ტიმოშენკომ შიმშილობა დაიწყო4
დეპუტატმა ინვალიდ ბავშვს სცემა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X