GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კონსტანტინე გამსახურდია საქართველოში მიმდინარე პროცესებში მესამე ძალის აქტიურობას ხედავს
11:14 26.09.2012
დღის სიახლეები

“სული სისხლისღვრის, დაპირისპირების და ძალმომრეობის წინათგრძნობით მევსება, გიგანტური პროვოკაციების ლანდი რომ წამოსდგომია თავზე. აქ ორ მხარესთან ერთად უხილავად ჩასაფრებული და გააზრებულად მომქმედი მესამე ძალის ყოფნა იგრძნობა”,- აღნიშნული სახის მიმართვას ავრცელებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია.

დიპლომატი საქართველოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და ღია წერილში აღნიშნა, რომ პატიმართა წამებასთან მიმართებაში გამოთქმული მოწოდებებიდან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ქადაგებას უერთდება.

„ჩემი აზრები იგივე მიმართულებით იძვრის, საითკენაც საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიმართვა მიანიშნებდა და ეს ყველა ბრძნული განზრახვის მქონე მღვდელმსახურის პოზიციაცაა. პატრიარქის ამჟამინდელი მიმართვის დედააზრი კონფრონტაციისთვის ხელის შეშლა და პროცესების პოლიტიკურ კალაპოტში მოქცევაა. შეგნება იმისა, რომ ეს არჩევნებია და არა არმაგედონი, სადაც "კეთილმა" ერთი დაკვრით უნდა გაანადგუროს "ბოროტი" და გააქროს იგი მყისიერად. აქვე დავსძენ, რომ მწყემსმთავრის პოზიციასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს რჩევებს, რეკომენდაციებს და შეფასებებს, წამოსულს ამერიკის და ევროპის დედაქალაქებიდან, ანუ ჩვენი პარტნიორებისგან. ვფიქრობ მათზე სწორება სასარგებლო იქნება ჩვენთვის“,- აცხადებს გამსახურდია.

მისი თქმით, პოლიტიკურ სპექტრთან მეგობრობს მათ შორის სახელისუფლებო და ოპოზიცურ ძალებთან.

„მე ყველანი ჩემიანებად მიმაჩნიხართ, ისინიც, ვინც მაძაგებენ და მაკრიტიკებენ ღიად თუ ფარულად. ჩემიანებად არ მიმაჩნია მწამებლები და უცხო ქვეყნის ემისარ-აგენტები. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეებს, ორივე მხარეს ბევრია ჩემი მეგობარი. ამიტომაც დაე გაიმარჯვონ ქართველებმა, პატიოსანმა ადამიანებმა აქაც და იქაც, ოღონდ ნუ გავამარჯვებინებთ ფარულად მომქმედ მესამე ძალას, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა ეკალივით გასჩხერია თვალში და თითქოს გვეუბნება: მიდით, რაღას უყურებთ, დაუპირისპირდითო ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ, რომ მერე თქვან მთელი მსოფლიოს გასაგონად, ამათ არ შეუძლიათ იგუონ სახელმწიფოებრიობა, უჩვენოდ აქამდე ვერ შედგნენო.

შემინდეთ მეგობრებო. ერთხელ უკვე ვიყავი დაპირისპირებაში გარეული, თუმცა არც მაშინ მემეტებოდნენ გაბრიყვებული და მოტყუებული ქართველები (ალბათ შევარდნაძის და რამოდენიმე კაცის გარდა) და მახსოვს პრეზიდენტის მოწოდებაც "არც ერთი ქართველი კრემლის სატანას". სისხლში ხელი არასოდეს გამისვრია, მაგრამ მხარს ვუჭერდი ორგანიზებულ წინააღმდეგობას სამეგრელოში. ვთვლიდი, რომ ეს იყო დამოუკიდებლობის მონაპოვართა შენარჩუნების და პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენის ბოლო შანსი. სამწუხაროდ, ყველაფერი სხვაგვარად მოხდა...

იგივე ნაკადში ვერ შევალ და თქვენც იგივეს გირჩევთ. იმ წლებმა უმძიმესი ღია ჭრილობა დატოვა და მას ახალი ჭრილობა არ უნდა დაემატოს. გვახსოვდეს გადამწვარი თბილისის ცენტრი, სამეგრელოს აოხრებული ქალაქები და დაკარგული აფხაზეთი.

და ბოლოს: თუ პროცესები გონიერების ფარგლებს მაინც გასცდება, შესაძლოა მავანმა ხელი ასწიოს სახელმწიფოზე, ხოლო სახელმწიფოს ზოგიერთ ძალოვან სეგმენტს არ ჰქონდეს ადექვატური, მართლზომიერი რეაქცია და დაარღვიოს ძალის გამოყენების მიღებული ნორმა, როგორც ეს ხდება ხოლმე სამწუხაროდ. ასე დაერთვის ერთი უბედურება მეორეს და აღმოვჩნდებით მოჯადოებულ წრეში, საიდანაც ძნელად თუ მოიძებნება გამოსავალი. მჯერა, რომ უსამართლობის და ძალადობის გამოვლინებები, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ისინი, ქვეყანაში აუცილებლად აღიკვეთება ჩვენი საერთო ძალისხმევით. "უსამართლო ძლიერებას საუკუნო არ აქვს ძალი, უძლეველი ქვეყანაზე არის მხოლოდ სამართალი" (აკაკი) ამიტომაც კარგი იქნება, თუკი ყველა გავისიგრძეგანებთ ჩვენს პასუხისმგებლობას ქვეყნისა და მისი მომავლის წინაშე“,- ნათქვამია წერილში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება1
კობახიძის ინფორმაციით, პარლამენტი პირველი სხდომისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება2
ნესტან კირთაძე ბრიუსელში აფხაზებთან და ოსებთან დაახლოების საკუთარ გეგმაზე მუშაობს3
ირაკლი სესიაშვილი: სარეზერვო სისტემის ძირეული რეფორმირება მოხდება4
ლევან ვარშალომიძის შემცვლელად არჩილ ხაბაძის კანდიდატურა განიხილება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X