GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ილია მეორე: სტუდენტების რეაქცია ძალიან სამართლიანი იყო
14:40 27.09.2012
დღის სიახლეები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების ტაძარში იქადაგა.

ქადაგებისას პატრიარქი, ციხეებში არსებულ მდგომარეობას შეეხო. მისი თქმით,

გაჭირვების პერიოდში ახალგაზრდებმა და სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს და ეს ძალიან მოსაწონია. უწმინდესის თქმით, ქართველი ადამიანი არ დაუშვებს, რომ უმსგავსობა, რომელიც ტელევიზიით  იყო ნაჩვენები მოითმინოს.

პატრიარქმა დღესვე მისი წინა ქადაგების დროს ნათქვამი განმარტა.

„ერთ-ერთი ქადაგების დროს ვთქვი, რომ მსგავსი რამ სხვაგანაც ხდება. მე არ ვგულისხმობდი იმას, რაც ჩვენ გვაჩვენეს, არამედ ადამიანის შეურაცხყოფის, ცემის ფაქტებს. არაერთხელ მითქვამს მინისტრისთვის, რომ დაუშვებელია ღირსების შემლახავი მოპყრობა, შეურაცხყოფა. მიმტკიცებდნენ, რომ ეს არ ხდებოდა. ზოგიერთმა მიიღო ჩემი სიტყვები, თითქოს მე ვამართლებდი. როგორ შეიძლება ეს გაამართლო. ეს იყო დიდი ტკივილია ჩემთვის და ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია“,- ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორის თქმით, სტუდენტების რეაქცია ძალიან სამართლიანი იყო. იმისათვის კი, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს, უნდა შეიქმნას კომისია, სადაც სასულიერო პირებიც შევლენ და აღნიშნული ფაქტები გამოძიებული იქნება.

„ციხეებში არიან ტუბერკულოზით, შიდსით დაავადებული პატიმრები და არის საფრთხე რომ შესაძლოა, სხვასაც გადასდონ დაავადება, ამიტომ მძიმე ავადმყოფები საჭიროა სახლებში გაუშვან, სადაც იმკურნალებენ“,- განაცხადა პატრიარქმა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გაგრა-განთიადის რკინიგზის მონაკვეთზე საგანგებო შემთხვევა მოხდა1
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკა ზღულაძე უწყებაში არ დარჩა2
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს3
ხაჩიძე: „ჰა ახლა, სად კისრულობ?!" - ახლადდანიშნული მინისტრების ყველაზე პოპულარული ფრაზა4
ბიძინა ივანიშვილს ძმებ კვანტრიშვილების მკვლელობაში ადანაშაულებენ (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X