GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ზაალ სამადაშვილი: ის სისასტიკე, რაც ციხეებში ვიხილეთ, აღარ უნდა განმეორდეს
12:24 28.09.2012
დღის სიახლეები

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი დღეს, გამართულ საკრებულოს სხდომაზე, პატიმრების წამების ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც სამადაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ფაქტები, რომელიც განსაკუთრებულ სისასტიკეს წარმოადგენს, აღარ უნდა განმეორდეს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ის სისასტიკე რაც ჩვენ ვიხილეთ, არასდროს განმეორდება ჩვენს ქალაქში და ამის გარანტი თითოეული ჩვენთაგანი უნდა ვიყოთ. ეს ყველაფერი თითოეული ჩვენგანის აბუჩად აგდება და შეურაცხყოფა იყო“,- განაცხადა სამადაშვილმა.

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ასევე, რამდენიმე უსახელო ქუჩისა და ერთი სკვერისთვის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს. საკითხი განსახილველად საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლაშა იმედაშვილმა წარმოადგინა.

"სოფელ დიღმის გამისამართება გრძელდება და დღეს საკრებულოს წევრების მხარდაჭერით, ამ პროექტის ფარგლებში ახალი სახელი  ექვს უსახელო ქუჩას დაერქვა. ესენია: პირობითად 61–ე ქუჩა, რომელსაც დიღმის სახელი ეწოდა, ხოლო პირობითად 62, 63, 64, 65 და 66 ქუჩებს შესაბამისად დიღმურას, ლომისხევის, ხილის, კიდობანების და ფშატების სახელი დაერქვათ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი სახელი სოფელი დიღმის ტოპონიმებთანაა დაკავშირებული “,–განაცხადა ლაშა იმედაშვილმა.

დღესვე, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, ვაკე–საბურთალოს რაიონში, ყიფშიძის ქუჩაზე #6 და #7 კორპუსებს შორის მდებარე სკვერს ჰამლეტ გონაშვილის სახელი მიენიჭა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რუსი ექსპერტი რუსეთის მიერ ცხინვალის დაკარგვას პროგნოზირებს1
სოზარ სუბარის საგანგებო ბრიფინგი კუდის თანამშრომლად წარდგენილმა მამაკაცმა ჩაშალა2
პაატა ბურჭულაძე პოლიტიკიდან წავიდა3
ლარი კიდევ რამდენიმე თეთრით გამყარდა4
დევიდ პეტრეუსი: პუტინი ჩვენი მეგობარი არ არის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X