GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს ეკლესია ფილმ “მუსულმანთა უცოდველობის” საჯაროდ ჩვენებას დაუშვებლად მიიჩნევს
16:04 28.09.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საპატრიარქოს და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენლობა ერთობლივ, სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. განცახადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ეკლესია და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენლობა დაუშვებლად მიიჩნევენ ფილმ “მუსულმანთა უცოდველობის” საჯაროდ ჩვენებას. „ინტერნეტ.ჯი“ გამოქვეყნებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც ყველასათვის ცნობილია, ადამიანის უფლებების დაცვა გულისხმობს თავისუფლებით სარგებლობის კულტურას, ანუ გარკვეული პასუხისმგებლობისა და მოვალეობის ნებაყოფლობით გათვალისწინებას, რაც თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. იგივე  ითქმის  გამოხატვის  თავისუფლების შესახებაც, განსაკუთრებით კი ისეთ თემებთან მიმართებაში, როგორიცაა სხვათა უფლებები, რელიგური და ტრადიციული ფასეულობები...

აქედან გამომდინარე, საქართველოს ეკლესია და ამიერკავკასიის მუსლიმთა საქართველოს წარმომადგენლობა დაუშვებლად მიიჩნევენ ფილმ “მუსულმანთა უცოდველობის” საჯაროდ ჩვენებას, რამაც შეურაცხყო მილიონობით ადამიანი და მათი სამართლიანი აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ამგვარ პრობლემებს ადგილი აქვს როგორც ისლამთან, ისე სხვა რელიგიებთან მიმართებაში. არაერთხელ ვყოფილვართ მომსწრენი საჯარო სივრცეში ქრისტიანთა რელიგიური გრძნობების მკრეხელური სახით შელახვისა. სამწუხაროდ, ასეთ ფაქტებს ადგილი ქონდა საქართველოშიც.

ამგვარი ქმედებები აღვივებს რელიგიურ შუღლს და ცალკეულ ქვეყნებში და საერთაშორისო მასშტაბითაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რადგან იწვევს პროტესტის აგრესიულ ფორმებს, რაც, მართალია, სრულიად მიუღებელია, მაგრამ მსოფლიო დღესაც ამ რეალობის წინაშე დგას.

ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს და თავისი წვლილი შეიტანოს, რომ მომავალში მსგავსი დაპირისპირებები თავიდან იქნას აცილებული, რაც გულისხმობს გამოხატვის უფლებას ისე, რომ არ დაირღვას სხვათა უფლებები,“-აღნიშნულია განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მცეთელების ნაწილს წყლის გადასახადი გაუძვირდებათ1
ბათუმში 47–სართულიანი “ტრამპ თაუერის” მშენებლობა აღარ დაიწყება2
„აფხაზეთის მოზარდთა ლიდერობის პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართება3
იუსტიციის სამინისტრო ბაჩო ახალაიას პროკურატურაში ყოფნის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს4
საქართველოს პრეზიდენტი ვასილ ჭყოიძის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X