GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გლდანის მერვე დაწესებულებაში სპეცრაზმის შესვლა არ დასტურდება
15:38 01.10.2012
დღის სიახლეები

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებებში არეულობის, პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და გლდანის #8 დაწესებულებაში სპეციალური დანიშნულების რაზმის შესვლის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს, საპარლამენტო არჩევნები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.  ხმის მიცემის უფლების მქონე პატიმრების იმ ნაწილის უმრავლესობამ, რომელთაც ქონდათ სათანადო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი.

„სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა და დაწესებულებები საქმიანობენ ჩვეულებრივი სამუშაო რეჟიმით.

მსგავსი მცდარი ინფორმაციის გავრცელება განაპირობებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფების მობილიზებას და ზოგიერთი დაინტერესებული პირის მხრიდან შესაძლოა გამოყენებული იქნას დაძაბულობის შესაქმნელად, რაც ბუნებრივია არც პატიმართა და მათ ახლობელთა და არც სამინისტროს ინტერესში არ შედის.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ეს პირველ რიგში ზიანს აყენებს პატიმრებს და იწვევს მათი ოჯახის წევრების სრულიად უსაფუძვლო მღელვარებას“,- აღნიშნავენ სამინისტროში.

ამასთან, სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელდა განცხადება და სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლი, რომელიც გადაიცემოდა სხვადასხვა სამაუწყებლო კომპანიის მიერ, რისი მიზანიც ამომრჩეველი პატიმრებისათვის ოჯახის წევრების მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიწოდება გახლდათ.

სწორედ აღნიშნული ღონისძიების შემდეგ პატიმართა ნაწილმა შეძლო საკუთარი აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსკოვის სიახლოვეს რადიაციული ფონის მატება დაფიქსირდა1
მიხეილ სააკაშვილი: თელავი უნდა გახდეს სანიმუშო ქალაქი და გვირგვინი ქართული აღმშენებლობის2
ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი საარჩევნო უბანზე იმყოფება3
„ზოგი სხვა პარტიას უჭერს მხარს, ზოგი სხვას, მაგრამ ყველანი მაინც ცეზარ ჩოჩელს ვემხრობით. მისი იმედი გვაქვს“4
17 დეკემბერს ნიქოზში მცხოვრებ ვეტერანებს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X