GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მამუკა კუდავა: დღეს ქართველებს "ლუდოვიკოს კარზე მეთხუთმეტე კაცად არ ალოდინებენ"
13:29 10.10.2012
დღის სიახლეები

მამუკა კუდავა საფრანგეთში დიპლომატიური სამსახურის 5 წლიანი ვადის ამოწურვის გამო, საქართველოში ბრუნდება.

კუდავა პრეზიდენტს, მთავრობას და ქართულ საზოგადოებას თანამშრომლობისა და გვერდით დგომისათვის მადლობას უხდის. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება, კუდავამ სოციალურ ქსელ facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა. 

“დღევანდელი დიპლომატია ცივი ომისისაგან რადიკალურად განსხვავებულია საზოგადოებასთან ურთიერთობების კუთხით, რაც სხვადასხვა ფენასთან უშუალო კავშირის ახლებურ დამყარებას გულისხმობს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ჩათვლით. საფრანგეთის – მსოფლიოს ერთერთი ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული და კულტურული ცენტრის – სპეციფიკის გათვალისწინებით ვცდილობდი ყველა სფეროში საქართველოს მეტი ახალი პირადი კონტაქტი დაემყარებინა. ამ საქმეში დიდ როლს ასრულებდა საელჩოს მიერ გამართული სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის ქართული კულტურის დღეები. მსოფლიოს შარმისა და ელეგანტობის დედაქალაქ პარიზში საქართველოს სასურველი იმიჯის შექმნა და მისადმი სიმპათიის მოპოვება რთული იქნებოდა აღნიშნულ ღონისძიებებში სახელგანთქმული, მათ შორის საფრანგეთში მოღვაწე, ქართველი ხელოვანების მონაწილეობის გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მოკრძალებული შედეგიცაა ის, რომ დღეს ქართველებს "ლუდოვიკოს კარზე მეთხუთმეტე კაცად არ ალოდინებენ" და წამყვან ევროპულ ქვეყნებს შორის საფრანგეთი საქართველოს მთავარი მხარდამჭერია ევროკავშირთან ინტეგრაციის მხრივ. ასევე აღსანიშნავია ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა, რასაც მალე საფრანგეთი იურიდიულადაც გააფორმებს“,- აცხადებს კუდავა.

კუდავას თქმით, ის ქვეყანაში საქმიანობას სხვა ამპულაში გააგრძელებს. 

“ამ დღეებში კიდევ ერთი ევროპული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შედეგად, რაც საკმაოდ ჰგავს საფრანგეთის უახლოეს ისტორიაში არსებულ ე.წ. ხელისუფლების კოაბიტაციას, ახალგაზრდა ქართული დემოკრატია უფრო ახლოს არის სულხან-საბას მიზანთან, რასაც გაერთიანებული, უსაფრთხო და პროგრესული ქვეყანა ჰქვია. დიპლომატიური სამსახურით დაკავებული, ბოლო 15 წლის განმავლობაში 3 წელი თუ მიცხოვრია სამშობლოში და ამიტომ დიდი სიხარულით ვუბრუნდები მშობლიურ ქალაქს, რათა აღნიშნულ ისტორიულ პროცესში სხვა ამპლუით გავაგრძელო მონაწილეობა“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მამუკა კუდავა საფრანგეთში საქართველოს ელჩად 2007 წლიდან იმყოფებოდა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სამართალდამცავებმა კანიბალი პოლიციელი დააკავეს1
მიხეილ სააკაშვილი: აღდგენილი ქვეყანა რომელიმე პარტიის ან პოლიტიკოსის კუთვნილება არ არის2
პრეზიდენტმა ფოთის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები მოინახულა3
წვიმის გამო შატილის კომპლექსის ფასადი ჩამოიშალა4
პრეზიდენტის რწმუნებულებს და გუბერნატორებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X