GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიმინოშვილი: შესაძლებელია, მოსწავლეებმა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარონ
10:52 13.10.2012
დღის სიახლეები

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორობის კანდიდატი მაია მიმინოშვილი, გამოცდების ჩაბარების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.

როგორც სოციალურ ქსელ facebook -ში გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, შესაძლებელია, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარონ.

აღნიშნულ განცხადებას “ინტერნეტ.ჯი” უცვლელად გთავაზობთ:

“მოგესალმებით, ამ განმარტების გავრცელება საჭიროდ მივიჩნიე, რადგან ვიცი, როგორ აღელვებთ მოსწავლეებსა და პედაგოგებს გამოცდების ფორმატთან დაკავშირებით გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია, მითუმეტეს, თუ ეს ინფორმაცია არანაირად არ შეესაბამება რეალობას.

რამდენიმე დღეა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კონკრეტულ ცვლილებებზე საუბარი მხოლოდ მინისტრის დანიშვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი. მათთან საუბრისას განვმარტავ იმასაც, რომ განათლების სისტემას მრავალმხრივი და, რაც მთავარია, კარგად გააზრებული ცვლილებები ესაჭიროება. ბევრი რამაა შესაცვლელი საგამოცდო სისტემაშიც. დღესაც ასე ვუპასუხე ჟურნალისტის კითხვებს, ბოლოს კი აღვნიშნე, რომ მომავალ მინისტრს გავუზიარებდი ჩემს მოსაზრებას, ცვლილებების მომზადებამდე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული (და არა საატესტატო) გამოცდები ჩაებარებინათ.

სამწუხაროდ, სიუჟეტში ჩემი მოსაზრება სრულიად განსხვავებულად იყო წარმოჩენილი. ვწუხვარ პირველ რიგში იმის გამო, რომ არასწორმა ინფორმაციამ შეიძლება საზოგადოების უსაფუძვლო შეშფოთება გამოიწვიოს.

დღეს რეალურად გაჩნდა შესაძლებლობა, განათლების სისტემის რეფორმირება მეცნიერული კვლევების (და არა გაუაზრებელი ექსპერიმენტების) საფუძველზე განხორციელდეს - ეს სისტემის ყველა სეგმენტს ეხება. პირადად მე მივიჩნევ, რომ ნოემბერსა თუ დეკემბერში მოსწავლეებისა და პედაგოგებისათვის მოულოდნელი სიახლეების შეთავაზება, მათთვის სტრესული მდგომარეობის შექმნა მიზანშეუწონელია. ალბათ გახსოვთ, ასეთივე პოზიცია მქონდა საატესტატო გამოცდების აჩქარებულად დანერგვისას. მივიჩნევ, რომ სიახლეების მომზადებამდე, რაც პედაგოგებისა და ექსპერტების მოსაზრებების შესწავლასა და გათვალისწინებასაც გულისხმობს, შესაძლებელია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარონ”,- ნათქვამია განცხადებაში.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფიოს ხსენების დღეს აღნიშნავს1
Rope-Jumping-ის კომპანია ბიძინა გუჯაბიძესა და მის შვილს ეკუთვნის2
სამომხმარებლო ფასების დონე 0.9 პროცენტით შემცირდა3
სტიქიით დაზარალებულები დღეიდან სასურსათო დახმარებას მიიღებენ4
მინდია გულუა „პრესა.ჯი“-ს კალაძესა და ე.წ. "ქურდული სხადნიაკის" შესახებ ესაუბრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X