GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მახათას მთაზე ისტორიული მშენებლობა იწყება
10:26 17.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი,  ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი  და უნეტარესი ილია მეორე, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ისტორიულ მშენებლობას დღეს ჩაუყრის საფუძველს. როგოპრც „ინტერნეტ.ჯი“–ს საპატრიარქოდან აცნობეს, უწმინდესი მახათაზე პარაკლისს გადაიხდის, რის შემდეგაც ტაძრის საკურთხევლის ადგილზე პირველ მიწას ამოიღებს.

ტაძრის საძირკველში ჩაბრძანებული იქნება მსოფლიოს სხვადასხვა წმინდა ადგილებიდან და საქართველოს ეპარქიებიდან ჩამობრძანებული სიწმინდეები.

ისტორიულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მრევლი საქართველოს ოცდათვრამეტივე ეპარქიიდან ჩამოვა.

პატრიარქის კურთხევით, მოსახლეობა ქვებს მოიტანს, რომლებზეც, ლოცვასთან ერთად, მათი ოჯახის წევრებისა და მათთვის ძვირფასი ადამიანების სახელები იქნება დატანილი. აღნიშნული ქვები ტაძრის საძირკველში იქნება ჩაბრძანებული.

სპეციალურად ამ დღისთვის, პატრიარქის კურთხევით, დაიწერა ანდრია წინასწარმეტყველის ხატი, რომელიც მშენებლობის მფარველად მიიჩნევა.

მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებს ფონდ "ივერიის"-ს დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ისტორიულ მშენებლობას უდგას სათავეში.

ტაძარს საზოგადოება და ემიგრაციაში მყოფი ქართველები ერთად აშენებენ. სახალხო აქციაში უკვე 145 ათასი ადამიანია ჩართული. იქმნება ცოცხალთა და გარდაცვლილთა წიგნი, რომელშიც ტაძრის აღმშენებელი მილიონობით ქართველის გვარ-სახელი ჩაიწერება.

მშენებლობის მონაწილეებს საკუთარი სახელის ნახვა შეუძლიათ ფონდის ვებგვერდზე www.makhata.ge. აქციაში მონაწილეობის მსურველებს ყოველთვიურად 1 ლარის გადარიცხვა, ნებისმიერი სატელეფონო ოპერატორიდან, ასევე შეუძლიათ ნომერზე - 0901 77 77 77.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გულუას მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია1
დიაგნოზი - აუტიზმი საშიში არ არის, საშიშია ამ დიაგნოზის მქონე ადამიანების იგნორირება!2
ივანიშვილს ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის საქმე პირად კონტროლზე აჰყავს3
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი გიორგი კალანდაძე დაკავებულია4
ზოოპარკში ველურმა ძაღლებმა 2 წლის ბავშვი დაგლიჯეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X