GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"ქართული ოცნების" წევრი მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა
15:59 19.10.2012
დღის სიახლეები
2012 წლის 19 ოქტომბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ  ბესარიონ ბუგიანიშვილმა  „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კომუნიკაციის წესის“ დარღვევის შესახებ განკარგულება გამოსცა.

უზენაესმა სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა, რომელსაც "ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ: "განკარგულებას საფუძვლად ედო მოსამართლე სპარტაკ პავლიაშვილის წერილობითი შეტყობინება, სადაც მოსამართლე მიიჩნევდა, რომ დაირღვა „საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესი“. მოსამართლის განმარტებით, 2012 წლის 5 ოქტომბერს, დილის 8 საათზე  მასთან სახლში მივიდა უცხო პიროვნება, რომელიც  გაეცნო მიხეილ ჩომახაშვილად და დაუწყო საუბარი ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც იხილებოდა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში იმავე დღის 10 საათზე. დავის საგანი გახლდათ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულების ბათილად ცნობა.  საქმეში  მოსარჩელე  მხარეს წარმოადგენდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო მოპასუხე  გახლდათ  N26 თეთრიწყაროს   საოლქო საარჩევნო კომისია, მესამე პირი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა ხაჭაპურიძე.

სასამართლომ განიხილა, როგორც მოსამართლის წერილობითი შეტყობინება, ასევე მოუსმინა მიხეილ ჩომახაშვილის ახსნა-განმარტებას, სადაც იგი ადასტურებდა, რომ იმყოფებოდა მოსამართლესთან სახლში, მაგრამ განმარტავდა, რომ მის მიზანს წარმოადგენდა, არა განსახილველ საქმესთან დაკავშირებული საუბარი, არამედ ბინის დაქირავება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიხეილ ჩომახაშვილი არის „ქართული ოცნების“ აქტივისტი და შესაბამისად, იგი წარმოადგენს განსახილველი საქმის შედეგით დაინტერესებულ პირს. სასამართლომ არ გაიზიარა მიხეილ ჩომახაშვილის განმარტება, რომ იგი დილის 8 საათზე მოსამართლესთან სახლში იყო მისული ბინის დაქირავების საკითხის გასარკვევად, მითუმეტეს, რომ აღნიშნული ვიზიტი რამდენიმე საათით წინ უსწრებდა სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვას.

სასამართლომ გაითვალისწინა საქმესთან დაკავშირებული ყველა მტკიცებულება და აღნიშნული ფაქტი ჩათვალა მოსამართლესთან კომუნიკაციის წესის დარღვევად.

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის  განკარგულების თანახმად, მიხეილ ჩომახაშვილი დაჯარიმდა 2000 ლარით.

სასამართლო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს დაიცვას კანონი.

სასამართლო ხელისუფლების მიმართ გამოთქმული ნებისმიერი განცხადება, რომელიც შეიცავს ზეწოლის და შანტაჟის ნიშნებს, შეფასდება სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებისათვის  ხელის შეშლად და მოსამართლის საქმიანობაში უხეშ ჩარევად.

ჩვენი სურვილია, თანამშრომლობა და არა კონფრონტაცია, იმედი გვაქვს, რომ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება გააცნობიერებს სასამართლოს პოლიტიკური პროცესებისგან დამოუკიდებლობის მნიშვნელობას და ჩვენ, ყველანი ერთად ხელს შევუწყობთ სასამართლო სისტემის უფრო მეტად გაძლიერებას." 

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სუდანში არეულობის შედეგად 4 დემონსტრანტი დაიღუპა1
გაჩეჩილაძე: ჰოლდინგის შემადგენლობაში სამი ტელევიზია - "იმედი", "GDS" და "მაესტრო" შევა2
ქსნის დაწესებულებაში ვითარება კვლავ დაძაბულია3
სოზარ სუბარი: ახალი ხელისუფლება არავის პოლიტიკურ დევნას არ აპირებს4
შტურმისას მოკლულ ბოევიკს სახლში ცოლი ჰყავდა დატყვევებული5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X