GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ირაკლი კირკიტაძე ცილისწამებისთვის სასამართლოს მიმართავს
17:54 22.10.2012
დღის სიახლეები

ბიზნესმენი მინდია ქაშიბაძე „კუდისა“ და „სოდის“ თანამშრომლებს ზეწოლაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ქაშიბაძის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ აღნიშნა, მის კლიენტზე ფიზიკური ზეწოლა ხორციელდებოდა.

გაბუნიას მტკიცებით, ქაშიბაძეს  აიძულებდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე 300 ათასი დოლარი ჩაერიცხა და აღნიშნული ფულის გამოძალვას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.

„ჩემმა კლიენტმა დაასახელა კონკრეტული გვარები, მათ შორის ირაკლი კირკიტაძე,  დათო კირკიტაძის ძმა,  ბატონი დგებუაძე და სხვები.  ქაშიბაძე, ვითომ მასზე დაკისრებული ვალის გადაუხდელობის გამო წერეთელის კაბინეტში სასტიკად სცემეს.  გვაქვს ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო და აუდიო მასალები, რაც პროკურატურას გადავეცით“, - განაცხადა ადვოკატმა. 

დღევანდელ პრესკონფერენციაზე, „სკაიპის“ საშუალებით, ციხიდან თავად ბიზნესმენიც ჩაერთო.

ქაშიბაძე ირწმუნება, რომ აღნიშნულ საქმეში ფინანსური პოლიციის თანამშრომელი, ქვემო ქართლის გუბერნატორის, დავით კირკიტაძის  ძმაცაა გარეული.

კომპიუტერების ფირმა „მაქ სტოპის“ დირექტორი ხელს მიხეილ მაჭავარიანს, ყოფილ ენერგეტიკის მინისტრ თემურ გიორგაძესა და მის პარტნიორ ავთანდილ წერეთლსაც ადებს.

ბიზნესმენი ირწმუნება, რომ რადგან მან აღნიშნული თანხა არ გადაიხადა, ხელისუფლებამ მისი დაპატიმრება სცადა, რის შემდეგაც ის გერმანიაში გაიქცა, თუმცა ქაშიბაძე ინტერპოლმა დააკავა. ის ამჟამად ანკაცის ციხეში იხდის სასჯელს.

რაც შეეხება დავით კირკიტაძის ძმას, ირაკლი კირკიტაძეს, იგი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილს აპირებს. „ეს არის გამიზნული პროვოკაცია და ცილისწამება. მე მივმართავ სასამართლოს“, - აცხადებს ირაკლი კირკიტაძე.

აღსანიშნავია, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ბევრმა ბიზნესმენმა „ჩაგრულის“ იმიჯის მორგება სცადა. მათი ნაწილი, სწორედ მყვირალა განცხადებებით ცდილობს ყურადღების მიქცევას.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?1
კობახიძე: ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს ჩვენ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან2
პროკურატურა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებებს გაასაჯაროებს3
ირაკლი ალასანიამ მოადგილეების საკითხი ივანიშვილთან უკვე შეათანხმა4
ხმალაძე: გოგლა ჟვანიას ვერსია საქმის მოკვლევისთვის საკმარისი საფუძველია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X