GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია თანამშრომლებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
16:57 23.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია თანამშრომლებს მატარებლების მოძრაობის შეფერხებისაგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„2011 წელს ჩვენ დავპირდით ყველა რკინიგზელს, რომ ხელფასები გადაიხედებოდა „რკინიგზაში დასაქმებულთა სახელფასო რანგირების პროგრამის“ ფარგლებში. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დანაპირები და ხელფასების მატება ეტაპობრივად განხორციელდა, 30 ნოემბრიდან კი, საბოლოოდ შემდეგ რაოდენობას მიაღწევს:

მემანქანე - 1250, მემანქანის თანაშემწე - 900, დიდი დატვირთვის სადგურის უფროსები - 2 500, დიდი დატვირთვის სადგურის მორიგეები - 900.

სხვა ყველა დანარჩენ სადგურებზე მუშაობის მოცულობიდან გამომდინარე ხელფასები შეადგენს:

სადგურის უფროსები - 900 დან 1800 ლარამდე, სადგურის მორიგეები - 750-დან 900 ლარამდე.

500 ლარამდე გაიზარდა სალიანდაგოს მუშების ხელფასიც, ხოლო სალიანდაგო-სარემონტოს მუშებს დაუწესდათ 100 ლარიანი სახელფასო დანამატი "სწრაფი რკინიგზის" პროექტის ფარგლებში“,- აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან როგორც  „საქართველოს რკინიგზის” ადმინისტრაციაში განმარტავენ, მას შემდეგ, რაც გენერალურმა დირექტორმა სამეთვალყურეო საბჭოს მიმართა, მისი უფლებამოსილება შეჩერდა.

„შესაბამისად, დირექტორთა საბჭო ვერ შეიკრიბება და შეუძლებელია ბიუჯეტში პარამეტრების შეცვლა და თანამშომლების ნაწილის მიერ დაყენებული მოთხოვნების დაკმაყოფილება. თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, სიფრთხილით მოეკიდეთ გარდამავალ პერიოდს და თავი შეიკავეთ რადიკალური ქმედებებისგან. პასუხიმგებლობით მოეკიდეთ საკუთარ ვალდებულებებს, რადგანაც საქართველოს რკინიგზის 85% ტვირთებისა არის საერთაშორისო, შემოდგომა არის სპეც-ტვირთების (ხორბალი) იმპორტის პერიოდი და საჭიროა გეგმაზომიერი მომსახურება. გარდა ამისა, საქართველოს რკინიგზა არის ინვესტორების ინტერესის ქვეშ; ნებისმიერი შეფერხება კი, საქართველოს რკინიგზისათვის და სახელმწიფოსათვის საფრთხის შემცვლელი და ზიანის მომტანია“,- აცხადებენ რკინიგზაში.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სასჯელაღსრულების დაწესებულებას "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილი დატოვებს1
კოალიცია „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტთან კონსულტაციებს იწყებს2
ფრანგულმა გამოცემამ ანტიმუსულმანური ფილმით გამოწვეულ პროტესტს მუჰამედის კარიკატურა მიუძღვნა3
ივანიშვილი: თუ არჩევნების შედეგებს ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიები აღიარებენ, კოალიცია მიღებულ შედეგს არ გააპროტესტებს4
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 16 სექტემბრისთვის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X