GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ია ფარულავა: გუბაზმა თუ მოიხადა ბოდიში ალბინოსებზე?
11:07 24.10.2012
დღის სიახლეები

პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ჟიურის წევრი ია ფარულავა  22 ოქტომბერს გაჟღერებულ რეპლიკას, რომელიც „დაუნი რობოტების“ თემას ეხებოდა, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

საქმე ეხება პროექტში მონაწილე წყვილის: მომღერალ თაკო გაჩეჩილაძისა და გიგი გაჩეჩილაძის მიერ „სამბას“ სუსტი შესრულების შემდეგ გამოთქმულ რეპლიკას - „დაუნ რობოტებს“.

სწორედ აღნიშული ეპითეტის გამოყენებით შეაფასა მომღერალმა თავისი გამოსვლა.

რაც ია ფარულავამ აიტაცა და წყვილის შეფასებისას ეს სიტყვა კიდევ ერთხელ გააჟღერა.

„თაკომ ორჯერ, გიგიმ კი ერთხელ ახსენა ეს სიტყვა და მე მაგაითი სიტყვა გადავათამაშე“,- აცხადებს ჟიურის წევრი.

აღნიშნულ საკითხს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი – "ჩვენი ბავშვები"– განცხადებით გამოეხმაურა. ისინი  თაკო გაჩეჩილაძისა და ია ფარულავასგან ბოდიშის მოხდას, იმავე გადაცემის ფორმატის ფარგლებში, ითხოვენ.

„ამ ორ ადამიანს, როგორც საჯარო ფიგურებს, უნდა ესმოდეთ, რომ გადაცემას "ვარსკვლავური ცეკვები" მრავალრიცხოვან აუდიტორიასთან ერთად, დაუნის სინდრომის მქონე ბევრი ადამიანი და მათი ოჯახის წევრებიც უყურებენ და რომ ამგვარი გამონათქვამები ყველა მათგანისათვის შეურაცხმყოფელია.

დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი მოუწოდებს თაკო გაჩეჩლაძესა და ია ფარულავას, გაეცნონ ძალიან ადვილად ხელმისაწვდომ საბაზისო ინფორმაციას დაუნის სინდრომის შესახებ და გაუზიარონ ეს ინფორმაცია თავიანთ კოლეგებსაც, მომავალში ამგვარი უხერხული სიტუაციებისაგან თავის არიდების მიზნით“,- აღნიშნავენ კავშირის წევრები.

ჯერჯერობით უცნობია მოიხდის  თუ არა ბოდიშს თაკო გაჩეჩილაძე. რაც შეეხება იას, მისი თქმით, თუ ასეთი ორგანიზაცია ნამდვილად არსებობს, ის მზად არის ბოდიში მოიხადოს.

‘’დაუნ რობოტებს კი მოვუხდიდი ბოდიშს, არის ესეთი ორგანიზაცია? ისე მიხარია რომ დაუნის სინდრომით დაავადებულებს ესეთი ძლიერი ორგანიზაცია შეუქმნიათ.  წლების წინ ჩემს მეგობარს ამ სინდრომით დაავადებული ძმა ყავდა და ოჯახი მთელი ცხოვრება მალავდა სარდაფში 45 წლის მამაკაცს, რცხვენოდათ, საშინელი დისკრიმინაცია იყო ეს მის მიმართ. ახლა მიხარია, რომ შეიცვალა ეს ყველაფერი და ვეროპულ–ამერიკულად ვუდგებით საქმეს. გუბაზმა თუ მოიხადა ბოდიში ალბინოსებზე „კსტაწი“,- წერს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მსახიობი.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ია ფარულავა: გუბაზმა თუ მოიხადა ბოდიში ალბინოსებზე?1
პოლონეთის სადეპორტაციო ბანაკში მყოფი ქართველები დახმარებას ითხოვენ2
ვიცე–სპიკერი გიორგი ბარამიძე, ხოლო უმცირესობის ლიდერი – დავით ბაქრაძე იქნება3
ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის4
ვლადიმერ პუტინი: სააკაშვილი ხელისუფლებას ჩაეჭიდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X