GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დიმიტრი შაშკინი ბრალდებებს პასუხობს
21:56 24.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პასუხობს:

"როგორც დაგპირდით, მიუხედავად იმისა, რომ დავტოვე საქართველო, მე მაინც გავცემ პასუხს ყველა შეკითხვას და ვუპასუხებ ყველა ბრალდებას, როგორი უაზრო და ამაზრზენიც არ უნდა იყოს ისინი ჩემთვის.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ  თურმე მე წასვლამდე, საკუთარი თავს 700,000 ლარიანი პრემია გამოვუწერე. მინდა, გითხრათ, რომ ეს არის სრული ტყუილი. არც ერთი ლარის და არც 700,000 ლარის ოდენობით ჩემთვის პრემია არ გამომიწერია. თუმცა, ამ ოთხი წლის განმავლობაში ყოველთვის ვახალისებდი შრომისმოყვარე და კეთილსინდისიერ თანამშრომლებს პრემიების მეშვეობით. ეს პროცესი იყო გამჭვირვალე და ხდებოდა კანონის სრული დაცვით.  ვთვლი, რომ კარგი მუშაობისთვის თანამშრომელი უნდა დააფასო იმისთვის, რომ სხვებისთვის იყოს  მისაბაძი მაგალითი.

ჩემი განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის დროს ყველა დეპარტამენტის უფროსი მაძლევდა იმ თანამშრომელზე რეკომენდაციას, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს. წახალისების იგივე მეთოდი მქონდა თავდაცვის სამინისტროში, სადაც დეპარტამენტის უფროსების გარდა, ვიზიარებდი გაერთიანებული შტაბის პოზიციასაც. ასევე, ყოველთვის ვცდილობდი, სახელმწიფოს სახელით, არ მიმეტოვებინა გასაჭირში ის თანამშრომელი, ან მისი ოჯახის წევრი, რომელსაც სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ხდებოდა კანონის სრული დაცვით, რაც ასახულია ოფიციალურ დოკუმენტაციაშიც. ვისაც არ ჰქონია სახელმწიფო სამსახურთან შეხება, მინდა, გითხრათ, რომ ნებისმიერი ტრანზაქცია სამინისტროებში ხორციელდება საბანკო გადარიცხვებით და მკაცრად კონტროლდება.

ასევე, ვეხმაურები ამა წლის სექტემბრის თვეში ბინების სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის არასამართლიანად გადაცემის ბრალდებას. ესეც არის სრული სიცრუე. მინდა, მოვახსენო საზოგადოებას, რომ ამ ბინების მშენებლობა მიმდინარეობდა 2007 წლიდან და ჩემი თავდაცვის სამინისტროში გადასვლისას, მშენებლობის პროცესი შეჩერებული დამხვდა. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მშენებლობა გაგრძელებულიყო და 2 თვეში დავასრულებინე ამ კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი - ოთხი კორპუსის დასრულება.  გაერთიანებულ შტაბში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის წევრებიც იყვნენ ჩვენი შეიარაღებული ძალების საუკეთესო ოფიცრები და სწორედ მათ გადაანაწილეს აღნიშნული ბინები 800 სამხედრო მოსამსახურისთვის. დარჩენილ სამხედრო მოსამსახურეებს ეს ბინები გადაეცემოდათ 2013 წლის მაისში, როდესაც დასრულდებოდა დანარჩენი კორპუსების მშენებლობა. ჩემი ერთადერთი თხოვნა კომისიის მიმართ იყო ის, რომ, პირველ რიგში, დაეკმაყოფილებინათ ავღანეთში დაჭრილი სამხედროები და მათი ოჯახები და ლოპოტის სპეცოპერაციის დროს დაღუპული სამხედრო ექიმის ოჯახი. თუ ეს დანაშაულია, მე მზად ვარ, პასუხი ვაგო ამისთვის ქართული საზოგადოების წინაშე" - წერს დიმიტრი შაშკინი.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გამოიკითხებიან პატიმრები, რომლებიც თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ1
პატიმრები #16-ე დაწესებულებაში მომუშავე თანამშრომლებთან დაკავშირებით პრეტენზიას გამოთქვამენ2
საქართველოს მოქალაქეს აფხაზეთში 15 წლით პატიმრობა ემუქრება3
დიმიტრი შაშკინი ბრალდებებს პასუხობს4
ჯეიმს აპატურაი: საქართველომ მსოფლიოში ახალგაზრდა დემოკრატიებს მაგალითი აჩვენა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X