GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შს სამინისტრო ირაკლი ღარიბაშვილის უწყებაში ვიზიტის კადრებს ავრცელებს (VIDEO)
18:12 26.10.2012
დღის სიახლეები

შს სამინისტრო, ირაკლი ღარიბაშვილის უწყებაში ვიზიტისა და მისი განცხადებების ამსახველ კარდებს ავრცელებს. ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  ირაკლი ღარიბაშვილს შს სამინისტროში უკვე ყოფილი მინისტრი, ეკატერინე ზღულაძე დახვდა. მან მინისტრს თანამშრომლები გააცნო და სამინისტროს შენობა დაათვალიერებინა.

"ინტერნეტ. ჯი" გთავაზობთ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას: "შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ახლადდანიშნული მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირველად მივიდა. ირაკლი ღარიბაშვილს უკვე ყოფილი მინისტრი ეკატერინე ზღულაძე დახვდა. მან მინისტრს თანამშრომლები გააცნო და სამინისტროს შენობა დაათვალიერებინა. ეკატერინე ზღულაძესა და მინისტრ ღარბაშვილს შორის დახურული პირისპირ შეხვედრაც გაიმართა.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩემთვის. მინდა გულწრფელად დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ ნდობისთვის, რომელიც მე  პირადად მან გამომიცხადა. მადლობა მთლიანად ჩვენ გუნდს, კოალიციას და პარლამენტს.

მე სრულად მაქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც მეკისრება, მაგრამ  მზად ვარ აბსოლუტურად გააზრებულად ვმართო ეს სისტემა. ჩემი მუშაობის მთავარი პრინციპი იქნება შემდეგი: მე ვიქნები ძალიან პრინციპული, სამართლიანი, კანონიერი, ჰუმანური და ამ პრინციპებზე დავაფუძნებ მთელი სამინისტროს მუშაობას და ფუნქციონირებას. ასე ვიმუშავებ მე ჩემ გუნდთან ერთად და სამინისტროსთან ერთად. ვიქნები ძალიან კორექტული, კონსტრუქციული, მზად ვარ მივიღო ნებისმიერი შენიშვნა, ობიექტური კრიტიკა ნებისმიერი თანამშრომლისგან. მე ვიქნები ხალხის სამსახურში და ვიშრომებ თავდაუზოგადავად, რომ ვუზრუნველყო ქვეყნის უსაფრთხოება, ხალხის უსაფრთხოება. 

პოლიციის მთავარი ფუნქცია, რომ ემსახუროს ხალხს, ეს უნდა აღვადგინოთ. მე ვიქნები პირველი მეგობარი და პირველი უფლებების დამცველი თითოეული მოქალაქის. ამავდროულად ვიქნები პირველი მეგობარი თითოეული პოლიციელის, თითოეული თანამშრომლის. ვიქნებით აბსოლუტურად შეურიგებელი კრიმინალთან და ვიქნებით დაუძინებელი მტერი ყველა დამნაშავის, რომელიც საფრთხეს უქმნის თქვენ  უსაფრთხოებას.

სავარაუდოდ, ორშაბათს ან სამშაბათს მე წარვუდგენ საზოგადოებას, პირველ რიგში მთავრობას და ბატონ პრემიერ მინისტრს ჩემ სავარაუდო მოადგილეებს, რასაც თქვენც გაცნობებთ.

ყველა ის კეთილსინდისიერი ადამიანი, ვინც მუშაობდა სამინისტროში შეინარჩუნებენ თანამდებობას.

უკანონო მოსმენები იქნება შეწყვეტილი. ყოველგვარ უკანონობას წერტილს დავუსვამ მე პირადად და ჩემი გუნდი.

ვინაიდან არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი და ნეგატიური განწყობა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კუდ-ის დეპარტამენტი გაუქმდეს. მაგრამ ეს არ მოხდება იმ ადამიანების ხარჯზე, ვინც მუშაობენ ამ დეპარტამენტში. ამ დეპარტამენტის ფუნქციები გადანაწილდება.

შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეულები. ეს იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი და იქმნება ძალიან მძლავრი ანტიკორუფციული სააგენტო, რაც შეეხება სოდის დეპარტამენტს. ეს დეპარტამენტიც გაუქმდება და მის ფუნქციებს ძირითადად შეითავსებს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი. დეტალურად ყველაფერს მოგახსნებეთ რამდენიმე დღეში.

გამოვაცხადებ რეორგანიზაციას. შეიქმნება პროგრესულად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც დაერქმევა რეფორმებისა და განვითარების ეროვნული ბიურო. ისინი დასახავენ სამინისტროს განვითარების გრძელვადიან პერსპექტივას. მე მხოლოდ მოწინავე და პროგრესული იდეებით მოვდივარ სამინისტროში და გპირდებით და ვპირდები სამინისტროს, რომ ყველაფერი იქნება იმაზე უკეთ, ვიდრე აქამდე იყო სამინისტროში. ეს არის ჩემი მოტივაცია, რომლითაც მოვდივარ სამინისტროში. " - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას."

internet.ge

ხმაური ურეკი-ნატანებთან - ივანიშვილის პარკისთვის გამზადებული 3 გიგანტური ხე
ოქროს მედალი დიუსელდორფის გრან-პრიზე - ბექა ღვინიაშვილმა რუსი ძიუდოიტი დაამარცხა
"ზაქარია ქუცნაშვილთან მქონდა პირადი ურთიერთობა. დღეს ის მემუქრება და მდევნის"
"ეს არის სპეცოპერაცია ეკლესიის გასანადგურებლად" - ოხანაშვილი სკანდალურ ფაქტებს ასაჯაროებს
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
შესაძლოა ხვალ გია ცერცვაძე სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლონ
შეგახსენებთ რომ გია ცერცვაძეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდა რუსეთის ფედერაცია. თუმცა მან ისე გადაკვეთა საქათველოს საზღვარი რომ ქართლულმა მხარემ არ გააფრთხილა იმის შესახებ რომ რუსეთს მასზე საერთშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფოტორეპორტაჟი: ლონდონი 2012 გახსნის ცერემონიალი1
ურეკში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა2
კრიმინალური ქრონიკა3
ივანიშვილი კოალიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალგაზრდობის სურათებს აქვეყნებს4
ფოტორეპორტაჟი: პრეზიდენტი ღვთაებისა და ალავერდის მონასტრებში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X