GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსული და უკრაინული ესტრადის ვარსკვლავები საქართველოს პარლამენტს მიმართვას უგზავნიან
20:09 26.10.2012
დღის სიახლეები

რუსული და უკრაინული ესტრადის ვარსკვლავები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ და თბილისში, 21 სექტემბერს, ფილარმონიასთან, ბუბა კიკაბიძის ვარსკვლავის გადაღებვის ფაქტს გმობენ.

მიმართვას ხელს აწერენ ალა პუგაჩოვა, იოსებ კობზონი, სოფია როტარუ და იან ტაბაჩნიკი, რომლებიც მომხდარს ვანდალურ აქტად აფასებენ და აცხადებენ, რომ პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, ხელოვნება კი რჩება, ბარბაროსობა კი საზოგადოების მორალსა და ფსიქიკას ანგრევს.

"ვერცერთი ნორმალური რუსი თუ უკრაინელი ვერ წარმოიდგენდა, რომ საქართველოში შეუძლიათ ასე დაამცირონ ხალხისათვის საყვარელი არტისტის სახელი, რომელიც ნახევარი საუკუნეა, დამსახურებულად, თავისი ხალხისა და ქვეყნის სიამაყეა.

ჩვენ წარმოგვიდგენია, რა შეურაცხმყოფელი იყო ეს უსამართლობა 74 წლის ვახტანგ კიკაბიძისათვის. ეს ხომ არა სადღაც სხვაგან, არამედ მის სახლში, მის მშობლიურ მიწაზე მოხდა, რომლითაც მსახიობი და მომღერალი ასე ამაყობს.

ჩვენთვის, მისი კოლეგებისათვის, ვახტანგი ყოველთვის იყო პატიოსნების, გულახდილობის, სიკეთის, კავკასიური კეთილშობილების სიმბოლო, რომელიც სამაგალითოა ყოველი მამაკაცისათვის. მისთვის არ არსებობს საზღვრები პოსტსაბჭოთა სივრცეში, კიკაბიძის თაყვანისმცემლები არსად და არასოდეს არ აღიქვამენ მას, როგორც უცხოელს, არამედ უყურებენ მას, როგორც სასურველ და ძვირფას ადამიანს.

სიმართლითა და რწმენით ემსახურება ის სცენას, მაყურებელს, სადაც ქედს იხრიან არა ხელისუფლების, არამედ ნამდვილი ტალანტის წინაშე.

ის თავის შემოქმედებაში მთელ სულს დებს და არასოდეს  თმობს ამ პრინციპებს. არც სიტყვებს, არც ფულს, რომელიც დროთა განმავლობაში მოვიდა, ვახტანგ კიკაბიძე არ გაუფუჭებია – ის იყო და რჩება ჩვენთვის საყვარელ ქართველად, რომელმაც ჩვენს გულებში ადგილი არა პოლიტიკური თამაშებით, არამედ თავისი ტალანტით დაიკვიდრა.

ჩვენ, უკრაინული და რუსული ესტრადის ვარსკვლავები ვეუბნებით ყველა პოლიტიკოსს: არ გაბედოთ შეურაცხყოთ ისინი, ვინც რწმენითა და სიმართლით ემსახურება ხელოვნებას. არტისტი მუშაობს პუბლიკისათვის – პოლიტიკური სიმპათიებისა და ანტიპათიების მიუხედავად და ჩვენ, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ვიტოვებთ მეგობრების არჩევის უფლებას, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკურ ძალას ეკუთვნის ის და რა პოლიტიკური შეხედულებები აქვს.

ბარბაროსული აქციის მონაწილეებმა ფილარმონიასთან კიკაბიძეს ანგარიში გაუსწორეს იმ მოტივით, რომ ის მიუზიკლში მონაწილეობდა იმ დროს, როცა საქართველოში საპროტესტო მიტინგების ტალღა გორდებოდა. მას არ აპატიეს ის, რომ იყო მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერი. მაგრამ ნუთუ აშშ-ში, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანას უწოდებენ და რომლისგანაც სწავლობს ქართული ოპოზიცია, ჰოლივუდის ერთი მსახიობი მაინც თუ დაზარალებულა ან დამცირებულა ოდესმე იმის გამო, რომ ჰქონდა საკუთარი აზრი პრეზიდენტობის ამა თუ იმ კანდიდატის მიმართ?

ჩვენ, უკრაინასა და რუსეთში ყოველთვის გვჯეროდა და გვჯერა მეგობრული და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის გონიერების, სიბრძნისა და  ტოლერანტობისა. ვთვლით, რომ ვანდალების დაუსჯელობა, ჩვენი მეგობრისა და კოლეგის შეურაცხყოფაა, ასევე პროვოკაციაა, რომელიც ჩვენ ყველას გვაღლევებს.

ვუსურვებთ ვახტანგ კიკაბიძეს, რომ ამ მძიმე სიტუაციაშიც დარჩეს იმად, რაც არის. გამძლეობა, მხნეობა და ჯანმრთელობა მას” - ნათქვამია მიმართვაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიაციამ ახალი ვირუსი აღმოაჩინა1
ლევან ბეჟაშვილი: ხელისუფლების წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს აშანტაჟებენ2
გლდანის ციხესთან პატიმრების მშობლები იკრიბებიან3
ლევან ვარშალომიძემ მუსლიმებს ყურბან–ბაირამი მიულოცა4
პოლიციამ უსახლკარო მამაკაცს სცემა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X