GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმ მსჯავრდებულებს შეხვდნენ, რომლებსაც პირი აქვთ ამოკერილი
13:10 05.11.2012
დღის სიახლეები

პრევენციის და მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ქსნის #15 დაწესებულებაში პირამოკერილი მსჯავრდებულები მოინახულეს. როგორც სახალხო დამცველი აპარატის განცხადებაშია ნათქვამი,  პრევენციული ჯგუფის წევრები შეხვდნენ 13 მსჯავრდებულს, რომელთაც პროტესტის ნიშნად ამოკერილი აქვთ პირი.

ომბუდსმენის ინფორმაციით, მსჯავრდებულების განმარტებით, ისინი უკმაყოფილო არიან დაწესებულებაში არსებული სამედიცინო მომსახურებით.

მათი თქმით, გაუარესდა სამედიცინო მომსახურება, რაც გამოიხატება იმაში, რომ აღარ ხდება იმ ინტენსივობით პატიმართა გადაყვანა N18 დაწესებულებასა და სამოქალაქო სექტორის კლინიკებში, როგორც ხდებოდა ბოლო თვენახევრის განმავლობაში. მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ N15 დაწესებულებაში ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ, დაწესებულების თანამშრომლები გამომწვევად და უხეშად ექცევიან.

განცხადების მიხედვით, მსჯავრდებულები ასევე მიუთითებენ ადმინისტრაციის მხრიდან დაწესებულ შეზღუდვებზე. კერძოდ,  მათ ეკრძალებათ სასადილოში  საუბარი; სხვა საცხოვრებელ კორპუსში გადასვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებიან სამარტოო საკანში მოთავსებით. მსჯავრდებულების გადმოცემით, ამჟამინდელი დირექტორი გარკვეული პერიოდის წინ მუშაობდა თბილისის N1 დაწესებულებაში დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, რა დროსაც პატიმრებს აყენებდა შეურაცხყოფას. გარდა ამისა, მსჯავრდებულები უკმაყოფილებას გამოთქვამენ დაწესებულების სოციალური სამსახურის მუშაობით.

ზემოაღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით, პატიმართა თქმით, დაწესებულების ახალ ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულების დიდი ნაწილი აპირებს წერილობით მიმართოს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის ანალოგიური პრეტენზიებით N15 დაწესებულების სხვა ნაწილებში განთავსებულ პატიმრებს არ მიუმართავთ.

სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ მსჯავრდებულებთან გასაუბრებისას შედგენილი ოქმის ასლი რეაგირებისთვის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გადაეგზავნა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმ მსჯავრდებულებს შეხვდნენ, რომლებსაც პირი აქვთ ამოკერილი1
ბიძინა ივანიშვიმა რამაზ ჩხიკვაძის საფლავი გვირგვინით შეამკო2
ნოდარ ჯავახიშვილი სკანდალურ საარქივო დოკუმენტებზე განმარტებას აკეთებს3
ვლადიმერ ბედუკაძე ინტერპოლით იძებნება4
საგარეო უწყება რუსული შენაერთების გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X