GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბაჩო ახალაია: მე დავბრუნდი საქართველოში
14:38 05.11.2012
დღის სიახლეები

სოციალურ ქსელში შს ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მიმართვა გავრცლედა, რომელსაც ‘’ინტერნეტ.ჯი" უცვლელად გთავაზობთ:

ბაჩო ახალაია: "ბოლო პერიოდში ქართული ოცნების წარმომადგენლებმა განსაკუთრებით გაააქტიურეს ბინძური ცილისმწამებლური კამპანია ჩემს წინააღმდეგ. პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ავრცელებს სპეკულაციებს, თითქოს მე ვარ დამნაშავე ადამიანების წამებასა და კორუფციაში და ამის გამო დავტოვე ქვეყანა და გავექეცი მართლმსაჯულებას.

მინდა საჯაროდ განვაცხადო, მე ქვეყანა დავტოვე დროებით, ვინაიდან არ მინდოდა ვინმეს უსაფუძვლოდ ჩაეთვალა აწ უკვე მმართველი პოლიტიკური ჯგუფიდან, რომ რამენაირად ხელს შევუშლიდი 1 ოქტომბრის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაცემის პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების მიერ გაცხადებული პოლიტიკა ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს, ვთვლი, რომ არჩევნები იყო მნიშვნელოვანი ეტაპი რეფორმების კონსოლიდაციისათვის და სურვილი მაქვს ახალმა პოლიტიკურმა ძალამ არ გაფლანგოს ეს დემოკრატიული მონაპოვარი.

მე არ წარმოვადგენ და არ ვსაუბრობ არც ერთი პოლიტიკური ჯგუფის სახელით, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ვიზიარებდი და ვიზიარებ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკას და ჩემი საქმიანობით ყოველთვის ვემსახურებოდი ქართულ სახელმწიფოსა და საქართველოს მოქალაქეებს.

ჩვენ მოგვიწია ურთულესი და მძიმე ბრძოლა საქართველოში ფესვგადგმული კრიმინალური და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ბრძოლა ამ კლანების წინააღმდეგ ხშირად მაღალი საფრთხის შემცველი იყო ჩემი თანამებრძოლების და მათი ოჯახის წევრებისათვის. მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა და ახლაც გვჯერა, რომ ეს იყო ერთ-ერთი უმთავრესი ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ.

მე მწამს, რომ მიუხედავად სუბიექტური თუ ობიექტური ხარვეზებისა, ჩვენ წელში გავტეხეთ კრიმინალური სამყარო და დღეს საქართველო თავისუფალია მაფიოზური კლანებისაგან და ჩვენი შვილები ცხოვრობენ უსაფრთხო გარემოში. ყველას შეგახსენებთ, რომ ქურდული სამყაროს ბატონობა ციხეებში იწვევს კრიმინალს და სისტემატიურ ადამიანის უფლებების დარღვევას არამარტო სისტემის შიგნით, არამედ პირდაპირ უწევს ორგანიზებას და კონტროლს დანაშაულის გააქტიურებას საპყრობილის ფარგლებს გარეთაც, რაც უდიდეს საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

ჩვენ თავდაცვის სისტემაში გავაფართოვეთ მიმდინარე რეფორმები. მათ შორის ოფიცრებისა და ჯარისკაცებისთვის პირობების უზრუნველყოფის და თავდაცვისუნარიანობის გაზრდის, შეიარაღების მოდერნიზებისა და წარმოების და ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით. ჩემი მთავარი მიზანი იყო დამეცვა მშვიდობა და უსაფრთხოება ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სამხედრო პროვოკაციის შემთხვევაში. მე ვამაყობ, რომ ქართული არმია ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობის მქონე ინსტიტუტი გახდა საქართველოში. სასიამოვნოა, როდესაც საქართველოს სახელით სამშვიდობო მისიებში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცები მაღალ შეფასებებს იმსახურებენ ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

ჩემი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი იყო ქვეყნის ინტერესების დაცვა.

ღრმად მწამს, რომ ადამიანის თავისუფლება და დემოკრატია არის ჩვენი ქვეყნის წარმატების საწინდარი და სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს.

მინდა მივმართო ქართველ ხალხს - მე პასუხისმგებელი ვარ თითოეულ ჩემს ქმედებაზე, თითოეულ ჩემს ნაბიჯზე. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების ბოლო პერიოდის უაპელაციო განცხადებები ჩემს მიმართ ადასტურებს, მათ მიერ ჩემი დევნა არ იქნება პოლიტიკისაგან თავისუფალი, და მიუხედავად იმისა, რომ ვთვლი მათი მიზანია პოლიტიკური შოუს გამართვა უხვად დარიგებული დაპირებებს შესრულების სანაცვლოდ, მე დავბრუნდი საქართველოში და ვაცხადებ, რომ შესაბამისი უწყებების მიერ გამოძიების ჩატარების შემთხვევაში მზად ვარ პასუხი გავცე ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვას.

საქართველო არის ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე და ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას როგორც ქვეყნის, ისე თითოეული მისი მოქალაქის მიმართ. მადლობა პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მხვდა წილად ბედნიერება, მონაწილეობა მიმეღო ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ, თუმცა მტკივნეული რეფორმირების პროცესში. მე არ ვაპირებდი და არც ვაპირებ ჩემი ქვეყნიდან სადმე წასვლას და რასაც არ უნდა ვსაქმიანობდე მომავალში, ჩემი უმთავრესი პრინციპი იქნება საქართველოს წარმატება და წინსვლა, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და სიმშვიდე".

ბაჩო ახალიას მამის, როლანდ ახალაიას პრესსამსახურმა "ინტერნეტ.ჯი"-სთან საუბარში დაადასტურა, რომ აღნიშნული ტექსტი ნამდვილად ბაჩო ახალიას ეკუთვნის და ის ამ დროისთვის საქართველოში იმყოფება. 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბათუმში 47–სართულიანი “ტრამპ თაუერის” მშენებლობა აღარ დაიწყება1
„აფხაზეთის მოზარდთა ლიდერობის პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართება2
ბაჩო ახალაია: მე დავბრუნდი საქართველოში3
ჟენევაში მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდი გაიმართება4
მიხეილ სააკაშვილი რაჭაში იმყოფება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X