GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ახალგაზრდა ადვოკატები“ გია ჭანტურიას მიმართავენ
17:36 06.11.2012
დღის სიახლეები

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, გია ჭანტურიას საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანიდატებისთვის ღია დებატების გამართვის მოთხოვნით მიმართეს.

ორგანიზაცია საზოგადოებრივ მაუწყებლის მხრიდან მოთხოვნილი საკითხის მიმართ დუმილს საზოგადოებრივი ინტერესის უგულვებელყოფად მიიჩნევს და არხის ხელმძღვანელობისგან განმარტებებს მოითხოვს.

როგორც ღია წერილშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არსებული კამპანია უკვე სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, თუმცა საზოგადოებას წარმოდგენილი კანდიდატების მიმართ გაზრდილი ნდობისთვის მეტი ინფორმაცია და გარკვევა სჭირდება.

„მოგმართავთ წინადადებით, რათა საქართველოს სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ პროცესში მეტი გამჭვირვალობისთვის, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამ პროცესის ორგანიზების, სიცხადის, მეტი ინფორმირებულობისა და საკითხზე საგნობრივი მსჯელობის აუცილებლობით, მოაწყოს კანდიდატებს შორის საჯარო დებატები.“ – ნათქვამია განცხადებაში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია საზოგადოებას დასახელებული ფორმატით შესთავაზოს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის მომავალი ხელმძღვანელის ხედვა, რომელმაც, საქართველოში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, უნდა განსაზღვროს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ზედამხედველობა.

„არხის მხრიდან სახალხო დამცველის კანდიდატებს შორის დებატების ფორმატი გაზრდის მომავალი სახალხო დამცველის ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, მეორე მხრივ კი საზოგადოებრივი მაუწყებელი შეასრულებს არბიტრის როლს. საზოგადოებრივ მაუწყებელს ასეთი დებატების გამოცდილება უკვე გააჩნია და ეს საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, ქვეყნის პრემიერ–მინისტრობისა და პარტიათა სიის პირველ ნომრად დასახელებულ კანდიდატებს შორის უკვე გაიმართა“,- ნათქვამია განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისში ანდერს გოფ რასმუსენს ელოდებან1
გორის სამხედრო ნაწილში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს2
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება3
შხამიანი ობობების მასობრივ თავდასხმას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა4
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X