GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აზიის განვითარების ბანკი ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას დააფინანსებს
18:59 18.04.2012
დღის სიახლეები

აზიის განვითარების ბანკი (ADB) ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას დააფინანსებს, პროექტისთვის, 140 მლნ აშშ დოლარი  გამოიყო.

შესაბამის ხელშეკრულებას აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ქსიაო ჟაომ და საქართველოს მხრიდან ფინანსთა მინისტრმა - დიმიტრი გვინდაძემ მოაწრეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილიც დაესწრო.

პროექტის ფარგლებში ADB-ის მხრიდან 119 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსი უკვე გამოყოფილია. აღნიშნული გზის მშენებლობას კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უწევს.

აღნიშნულ მონაკვეთზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. აშენდება რკინიგზის გადამკვეთი ესტაკადა, სატრანსპორტო კვანძები და ხიდები, მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, სანიაღვრე სისტემები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ქობულეთის შემოვლითი გზა ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანების სიახლოვეს იწყება, 20-მდე სოფელს გაივლის და მახინჯაურში დასრულდება. ქობულეთის 12,4 კმ-იანი შემოვლითი გზის მშენებლობასთან ერთად, პროექტი ჩაქვი-მახინჯაურის გზის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. ამჟამად პროექტზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

პროექტზე პირდაპირ და ირიბად 1000-მდე ადამიანია დასაქმებული.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო1
სანტა კლაუსმა მაღაზია დააყაჩაღა2
ცნობილი ექიმის ოჯახი დააყაჩაღეს3
პრეზიდენტის სიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი4
ტელეკომპანია იმედი: მინდია გოგოჭური მისივე მეგობარმა დაჭრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X