GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსეთში 9 მაისს „სტალინობუსები“ იმოძრავებს
11:07 20.04.2012
დღის სიახლეები

9 მაისს, დსთ-ის 40 ქალაქში, სტალინობუსები იმოძრავებს. ავტობუსები საბჭოთა ბელადის გამოსახულებით, რუსი ვიქტორ ლოგინოვის პროექტია და მას „გამარჯვების ავტობუსი“ ჰქვია.

ლოგინოვმა განაცხადა, რომ სტალინობუსების წლევანდელი აქცია წინა წლების „რეკორდა მოხსნის“. აქციაში  მონაწილეობისა და ქუჩებში სტალინის ფოტოების გამოსახულების მოსურნე, რა თქმა უნდა, ძირითადად, რუსეთის ქალაქები აღმოჩნდნენ.

გარდა რუსეთისა, გამარჯვების დღეს, ასეთი ავტობუსები ივლის კიევში, ტალინში და რიგაში - იუწყება „ლენტა რუ“. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ აქციის ორგანიზატორის სურვილია, რადგან მოსკოვმა, რიგამ და ტალინმა უკვე გამოთქვეს მზაობა, ხელი შეუშალონ აღნიშნულ აქციას.

მიუხედავად ამისა, ლოგინოვი ახლა ფულის შეგროვებას იმისთვის აპირებს, რომ სხვადასხვა ქალაქში ავტობუსების გაჩერებებზე შეისყიდოს სარეკლამო ადგილები, რათა იქ სტალინის სურათებიც გამოფინოს.

9 მაისს, ასეთი „გამარჯვების ავტობუსები“ რუსეთის ქალაქებში 2010 და 2011 წლებშიც დადიოდა. ბევრ ქალაქში, აქციას, მოსახლეობა საკმაოდ დადებითად შეხვდა.

internet.ge

ლონდონის ტერაქტი - ახალი დეტალები
ძმები ყარამანაშვილების განცხადება: "მზად ვართ, "რუსთავი 2"-ის წილის 40% მის თანამშრომლებს გადავცეთ"
ქართულ სუფრას/პურობას არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
რა მესიჯი მიიღო უმრავლესობამ ბიძინა ივანიშვილისგან?
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილი კოალიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალგაზრდობის სურათებს აქვეყნებს1
ფოტორეპორტაჟი: თბილისის იუსტიციის სახლი2
ფოტორეპორტაჟი: განახლებული ახალციხე3
“მის საქართველო 2012”-ის მოდელების ფოტოსესია დინამოს საწვრთნელ ბაზაზე4
ფოტორეპორტაჟი: ლონდონი 2012 გახსნის ცერემონიალი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X