GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
განათლებისა და სპორტის მინისტრები ”Summer Job”-ის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ
12:01 20.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, დღეს, სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა - ”Summer Job”-ის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ და პროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ისეთი ტექნიკური საკითხები, როგორიცაა დამსაქმებლებთან დროული დაკავშირება და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.

საზაფხულო დასაქმების პროგრამაზე დარეგისტრირებული სტუდენტები 2012 წლის 15 მაისამდე უნდა გამოცხადდნენ დამსაქმებლებთან და ხელი მოაწერონ შრომით ხელშეკრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სტუდენტი გამოეთიშება პროგრამას და მის სამუშაო ადგილზე, 15 მაისის შემდეგ,  ხელახალი რეგისტრაცია გამოცხადდება.  

პროექტი ”Summer Job” საქართველოს პრეზიდენტის მიერ არის ინიცირებული და წელს პირველად ხორციელდება.  პროექტის ფარგლებში, ზაფხულის არდადეგებზე (2012 წლის 20 ივლისიდან - 20 აგვისტომდე) 25 000 ბაკალავრიატის სტუდენტი, სხვადასხვა დროებით სამუშაოზე, დასაქმდება და მიიღებს ანაზღაურებას 500 ლარის ოდენობით. 

„Summer Job“-ში მონაწილე ყველა სტუდენტი, საქართველოს ბანკის მიერ დამზადებული პლასტიკური ბარათის მეშვეობით  შეძლებს გამომუშავებული თანხის მიღებას. სტუდენტებს პლასტიკური ბარათები უსასყიდლოდ გადაეცემათ, ანგარიშზე არსებულ დადებით ნაშთს სარგებელიც დაერიცხება.

პროექტი ”Summer Job” გამიზნულია იმისათვის, რომ სტუდენტმა კვალიფიკაციის ამაღლება და  გამოცდილების მიღება იმ სფეროში შეძლოს, სადაც მომავალში სურს დასაქმდეს. ასევე გამომუშავებული თანხა მას საშუალებას აძლევს საკუთარი სწავლა დააფინანსოს ან  გამოიყენოს შემეცნებისთვის, მოგზაურობისთვის, დასვენებისათვის და  ა.შ. 

მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტმა საზაფხულო არდადეგები ნაყოფიერად გამოიყენოს. ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში  სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი1
განათლებისა და სპორტის მინისტრები ”Summer Job”-ის მონაწილე სტუდენტებს შეხვდნენ2
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?3
უგულავა: მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ4
ჯეჯელავა: ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X