GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პირველადი ჯანდაცვის განვითარებისათვის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა
13:10 20.04.2012
დღის სიახლეები

პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში, პირველადი ჯანდაცვის მომსახურების დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციას შორის, მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმება, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პირველადი ჯანდაცვის პუნქტების აღჭურვას, მედპერსონალის პროფესიულ ზრდას, მსჯავრდებულთა მუდმივ სკრინინგს და სასჯელაღსრულების სისტემაში ჯანდაცვის სერვისზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

მემორანდუმის თანახმად, პროექტის მონიტორინგს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია განახორციელებს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის თქმით, სწორედ პირველადი ჯანდაცვის რეფორმა ასრულებს ინსტრუმენტალურ როლს  პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ამას სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსა და წითელ ჯვართან ერთად განახორციელებს.

სასჯელაღსრულების სისტემაში, პირველადი ჯანდაცვის მოდელი პილოტურად ორ დაწესებულებაში მოქმედებს და მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობით, იგი წლის ბოლომდე ყველა დაწესებულებაში ამოქმედდება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გიგი უგულავა: მინდა ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, რომელთაც ასეთი სადისტური ზიანი მიაყენეს1
„ბუნებრივი რესურსების სააგენტომ“ ნადირობა–თევზჭერის სეზონის დაწყების ვადები განსაზღვრა2
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია დაჭრეს3
„ბაია გალერეაში“ გამოფენა „ალტამირა“ იხსნება4
Expo Georgia-ში სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების გამოფენა გაიხსნა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X