GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სამოქალაქო რეესტრში 168 სტუდენტი დასაქმდება
15:01 20.04.2012
დღის სიახლეები

სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში, 168 სტუდენტი, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში  დასაქმდება.

აღნიშნული პროგრამის თაობაზე განცხადება, დღეს, ოზურგეთის იუსტიციის სახლში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი გაბრიელაშვილმა გააკეთა. 

დასაქმების პროექტის ”summer.job”–ის  მონაწილეები, რომელთაც სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (სრს) ტერიტორიული სამსახურები აირჩიეს, საქართველოს მასშტაბით არსებულ სრს-ს ოფისებში ერთი თვის განმავლობაში იმუშავებენ. ისინი დამისამართების პროექტის ოპერატორების სამუშაოს შეასრულებენ, გამოცდილებას შეიძენენ და პირველ ანაზღაურებასაც მიიღებენ. თითოეული სტუდენტი ხელფასის სახით 500 ლარს მიიღებს.

დღესვე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ოზურგეთის იუსტიციის სახლში, ადგილობრივ ახალგაზრდებს უმასპინძლა და სისტემაში გატარებული რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გიორგი გაბრიელაშვილმა ახალგაზრდებს ოზურგეთის იუსტიციის სახლში საინფორმაციო  ტური ჩაუტარა და იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული სტუდენტური დასაქმების პროექტის ფარგლებში 25 000 სტუდენტი დასაქმდება. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში, 20 ივლისიდან - 20 აგვისტომდე, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სექტორში იმუშავებენ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა იწყება1
პროკურატურის სტრუქტურული ცვლილება იგეგმება2
პატრიარქის გადაწყვეტილებით საქართველოს ქალაქები და სოფლები იკურთხება3
მასწავლებელი ცუდი ყოფაქცევის ბავშვებს დამამცირებელი მეთოდით სჯიდა4
„ნაციონალური მოძრაობა“ საპროგრამო დოკუმენტს „ხელშეკრულება საქართველოსთან“ ყველა ოჯახს გააცნობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X