GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ევგენი ჯუღაშვილმა რუსეთის დუმის დადგენილება გაასაჩივრა
19:34 20.04.2012
დღის სიახლეები

სტალინის შვილიშვილმა ევგენი ჯუღაშვილმა უმაღლეს სასამართლოში რუსეთის დუმის დადგენილება გაასაჩივრა, რომელშიც საუბარია, რომ „კატინის დანაშაული სტალინის უშუალო ბრძანებით იქნა ჩადენილი“.

ევგენი ჯუღაშვილი ამტკიცებს, რომ აღნიშნული დადგენილებით დუმა ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც შეურაცხყოფს სტალინის ღირსებას. მისი იურისტი კი არგუმენტად იყენებს ნიუნბერგის პროცესს, რომელზეც ერთ-ერთ ეპიზოდად მართლაც იყო განხილული კატინის ტყეში პოლონელი ტყვე ოფიცრების დახვრეტის  ფაქტები, რაშიც დამნაშავეებად გერმან გერინგი და ალფრედ იოდლი სცნეს.

მოსარჩელე იხსენებს, რომ ანალოგიური სარჩელით ადრეც მიმართა უმაღლეს სასამართლოს, რომელმაც საქმის განხილვის გარეშე განაცხადა, რომ სარჩელი ჯერ რაიონულ სასამართლოში უნდა განხილულიყო. თუმცა 2012 წლის თებერვალში მოსკოვის რაიონულმა სასამართლომაც არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელშიც ევგენი ჯუღაშვილი ანალოგიურად, სტალინის ღირსების დაცვას ითხოვდა კატინის ტრაგედიასთან დაკავშირებით.

ამჟამად ევგენი ჯუღაშვილი ითხოვს, დუმამ გააუქმოს თავისი დადგენილება, რომელშიც „დარღვეულია ჩემი ბაბუის, ი.ბ. სტალინის კონსტიტუციური უფლება პიროვნების ღირსების შესახებ“ - ნათქვამია სასარჩელო განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა1
ქუბრიაშვილი “ტულონის” სამეოთხედფინალო განაცხადშია2
მიწისძვრა დმანისში3
ბიოლოგების დასკვნით, თაგვები მელოდიას კარგად იმახსოვრებენ4
ივანიშვილმა საქართველოს ხელისუფლებას 6 პუნქტიანი მოთხოვნა წამოუყენა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X