GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნაძალადევის რაიონში 47 ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა
14:15 24.04.2012
დღის სიახლეები

დღეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, კობა სუბელიანი, ნაძალადევის რაიონში, ჭყონდიდელის ქ.№20-ში მცხოვრებ, კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს ესტუმრა. მათ აღნიშნულ ობიექტში ბინების დაკანონება პირადად აცნობა და მიულოცა.

აფხაზეთიდან დევნილი 47 ოჯახი, ჭყონდიდელის ქ.№20-ში, კომპაქტურ ობიექტში, 18 წელი ცხოვრობდა. ამ ხნის მანძილზე მათთვის გაურკვეველი იყო მათი საკუთრების უფლების საკითხი. ამიერიდან, კი საცხოვრებელი ფართები მათი კუთვნილებაა. ობიექტზე ჩატარდა აზომვითი სამუშაოები, დაიწყო დაკანონების პროცესი და მაისის ბოლომდე მათ გადაეცემათ საჯარო რეესტრის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერები.

მინისტრის განცხადებით, დევნილებს ფართები პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე დაუკანონდათ.

"ეს არის სავაგონო დეპოს კომპაქტური ობიექტი, რომელიც დევნილებს დავუკანონეთ პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე. მათ ექნებათ იგივე უფლებები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას. მათ შეეძლებათ დააფუძნონ ამხანაგობა და მერიაში მოიპოვონ სხვადასხვა სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო დაფინანსება. 70% დააფინანსებს მერია და მათ მხოლოდ 30% შეგროვება მოუწევთ. მანამდე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო წყლის პრობლემა, რაც მოგვარდა სამინისტროს დახმარებით. ფართების დაკანონება იყო მათი ოცნება, რის განხორციელებასაც მთელი რიგი ბიუროკრატიული პრობლემები ახლდა თან. ჩატარდა ძალიან დიდი სამუშაოები, შენობას მოეხსნა ყადაღა და გადაეცათ დევნილებს საკუთრებაში. ეს ადამიანები დაიწყებენ ახალ ცხოვრებას, სუფთა ფურცლიდან, რაც ძალიან დიდი ბედნიერებაა როგორც ჩემთვის, ასევე მათთვის" – განაცხადა კობა სუბელიანმა.

ასევე, რაიონის გამგეობასთან ერთად დაიწყო ობიექტის გაზიფიცირების პროცესი.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სკანდალურმა საგაზეთო პუბლიკაციამ გამოცემის რედაქტორი შეიწირა1
იდუმალ მტაცებელ ცხოველზე ნადირობაა გამოცხადებული2
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეები ფასდაკლებით ისარგებლებენ3
„საქართველოს ბანკი“: “ოლიმპიური ვარსკვლავი” გამოყოფილ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა4
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X