GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სოციალურად დაუცველი ბავშვები კერძო სკოლებში უფასოდ ისწავლიან
13:11 25.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჯანმრთელობის, შრომისა  და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, ახალ პროექტს იწყებს.

2012-2013 სასწავლო წლიდან, პირველკლასელები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან საუკეთესო კერძო სკოლებში უფასოდ ისწავლიან. პროექტი იმ მოზარდებს შეეხებათ, რომელთა ოჯახისთვის მინიჭებული ქულა  57 000 ქვემოთაა, ან რომელთა ოჯახებიც განსაკუთრებულ თანადგომას საჭიროებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და  ჯანმრთელობის, შრომისა  და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს, სოციალურად დაუცველი პირველკლასელები ლუკა გულედანი, ალექსანდრე ქუმსიაშვილი და ლიზი ნანავა  კერძო სკოლაში მიიყვანეს, სადაც ისინი 15 სექტემბრიდან დაიწყებენ სწავლას.

”თბილისის მწვანე სკოლაში” მინისტრებმა მოსწავლეებს  პირადად   გააცნეს  გარემო, სადაც მომავალში ისწავლიან. 

განათლების სამინისტროს ინფრომაციით, ახალი პროექტი, ძირითადად იმ კერძო სკოლებში განხორციელდება, რომელთაც  საჯარო სკოლები შეიძინეს და მათი რეაბილიტაცია მოახდინეს,  გადახდილი თანხა კი, ახლომდებარე სკოლების ინფრასტუქტურის განვითარებას მოხმარდა. თანამედროვე სტანდერტებით აღჭურვილ კერძო სკოლაში, ახალი კონტიგენტის მიღებისას, უპირატესობა სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს ენიჭებათ.

“თბილისის მწვანე სკოლამ” გასულ წელს შეიძინა 134-ე საჯარო სკოლა და დღეს ინფრასტრუქტურით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა. სკოლას ორი თანამედროვე ბიბლიოთეკა, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო ოთახები და ლაბორატორიები აქვს. სკოლაში ფუნქციონირებს მანდატურის სამსახური, ავტონომიური დაცვისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა.

”თბილისის მწვანე სკოლის”  სოციალურად დაუცველი მოსწავლეები იმავე პრივილეგიებით ისარგებლებენ, რომლითაც კერძო სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვილი რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძეს დაბადების დღეს ულოცავს1
ძაღლს, რომელმაც ბავშვს უკბინა, ადვოკატი დაუნიშნეს2
კადიროვი: გავგზავნოთ სააკაშვილი ოკეანის გაღმა და კარგად ვიცხოვრებთ3
სოფელს დათვები შეესიენ, დღეს მტაცებელმა 80 წლის ქალი შეჭამა4
გოგონა დეიდას 10 წლის განმავლობაში ტყვეობაში ჰყავდა და სასტიკად აწამებდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X