GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დიმიტრი ყიფიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება
08:52 26.04.2012
დღის სიახლეები

დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, დიდი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, ეროვნული ბიბლიოთეკის ერთ-ერთი დამაარსებლის, დიმიტრი ყიფიანის დაბადების დღისადმი  მიძღვნილი გამოფენა  გაიხსნება.

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული დიმიტრი ყიფიანის კვლევები ქართულ და რუსულ ენებზე და თარგმანები (მან პირველმა თარგმნა უილიამ შექსპირის ”რომეო და ჯულიეტა”, რომელიც ჟურნალ ”ცისკარში” გამოქვეყნდა).

ასევე გამოიფინება უნიკალური მასალები დიმიტრი ყიფიანის პირადი არქივიდან, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. ექსპონატებს შორის იქნება დიმიტრი ყიფიანის 1842-1859 წლების მიმოწერა თბილისის საჯარო ბიბლიოთეკის დაარსებასთან დაკავშირებით, მისი ნამსახურეობითი სია, ”ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისადმი” მიმართვა დიმიტრი ყიფიანისა და ილია ჭავჭავაძის ხელმოწერებით.

დიმიტრი ყიფიანი 1814 წლის 26 აპრილს დაიბადა. ადრეული ასაკიდან აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იგი 1832 წლის შეთქმულების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო. 1840 წელს სწორედ მან შეადგინა და მთავარმართებელს დასამტკიცებლად წარუდგინა ”ტფილისის კერძო ბიბლიოთეკის წესდება”, რის საფუძველზეც თბილისში პირველი წიგნსაცავი დაარსდა. 1864 წელს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლად აირჩიეს, 1876 წელს კი ქალაქ თბილისის თავი გახდა. 1879 წელს ილიასთან, აკაკისთან, იაკობ გოგებაშვილთან და სხვა მოღვაწეებთან ერთად ჩამოაყალიბა ”ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”, რომლის თავმჯდომარედაც იგი ერთხმად აირჩიეს.

დიმიტრი ყიფიანი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ხმა აიმაღლა ეგზარქოს პავლეს წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, ეგზარქოსმა სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობის გამო მთელი ქართველი ერი დაწყევლა. დიმიტრი ყიფიანმა ეგზარქოსის საქართველოდან გაძევება მოითხოვა. ამის გამო იგი სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც 1887 წელს ვერაგულად მოკლეს. 2007 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა დიმიტრი ყიფიანი წმინდანად აღიარა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გვენეტეძე: მაკა ასათიანი აღარ იყო საკონტროლო პაკეტის მფლობელი1
თბილისის მერი: ჩემი ბრძანებით, ბაღების სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს2
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განათება გამოირთვება3
თბილისის მერია სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს4
გავრცელებული ინფორმაციით, ოსმან თურანი „ჯეოსელის“ დატოვებას გეგმავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X