GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რამაზ ნიკოლაიშვილმა ანაკლიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
17:45 26.04.2012
დღის სიახლეები

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, პრეზიდენტის რწმუნებულთან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გურამ მისაბიშვილთან ერთად, ანაკლიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

მინისტრი ანაკლიაში მცხოვრებ მოსახლეობასაც შეხვდა, ადგილობრივთა პრობლემებს გაეცნო და მათ მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა. რამაზ ნიკოლაიშვილმა პირადად მშენებლებისგან, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შესახებ დეტალური ანგარიში მოისმინა.

ანაკლიაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინირებით, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. უკვე დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელ გზაზე, მდინარე ჯუმზე 90 მეტრიანი, 5 მალიანი ხიდის მშენებლობა. მინისტრს ადგილობრივი მოსახლეობა სწორედ ახალ ხიდზე შეხვდა, სადაც დაიგო ასფალტო-ბეტონის საფარი და გაკეთდა ტროტუარები ფეხით მოსიარულეთათვის.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს სასტუმროებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია. აქტიურ ფაზაშია აკვა-პარკის მშენებლობა, სადაც სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და 12 ათას კვადრატულ მეტრზე ადმინისტრაციული შენობის, საცურაო აუზების, წყლის ატრაქციონების, საბავშვო გასართობი მოედნების, შადრევნების, კაფე-ბარების, რესტორნების და სპა-აუზების მოწყობაა გათვალისწინებული.

„დამსვენებელი ყველა ასაკისა და გემოვნების შესაბამის წყლის ატრაქციონს ნახავს, მათ შორის ისეთ უნიკალურ და ექსტრემალურ ატრაქციონებს, რომელთა მსგავსიც მთელს კავკასიის რეგიონში არ არსებობს. აკვა-პარკის მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება და აღნიშნული ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ზონა გახდება. აკვა-პარკის სამშენებლო სამუშაოებზე 150 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობაც ადგილობრივი მოსახლეობაა. ანაკლიაში არ არსებობდა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ინფრასტრუქტურა, მოსახლეობას არასოდეს ჰქონდა სასმელი წყალი, ისინი სარგებლობდნენ ინდივიდუალური ჭებით და ზედაპირული წყლით",- აცხადებენ სამინისტროში.

აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, ამჟამად ანაკლიაში მიმდინარეობს მილების მონტაჟი, ცენტრალური ქსელების მოწყობა და სულ მოკლე ხანში დაიწყება სატუმბი სადგურის მშენებლობა. პროექტზე 100-მდე ადამიანია დასაქმებული. რომელთა უმრავლესობაც ადგილობრივი მოსახლეობაა. სამუშაოების დასრულების შემდეგ ანაკლიას 24 საათიან წყალმომარაგება ექნება.

უახლოეს პერიოდში, ანაკლიის სანაპირო ზოლის მთელ მონაკვეთზე ჩატარდება მასშტაბური ნაპირსამაგრი სამუშოებიც. რაც გაზრდის პლაჟის სიგანეს, ზღვაში მოეწყობა ტალღმტეხი ნაგებობა, რომელიც დაიცავს შტორმული პერიოდების დროს ანაკლიის ნაპირს წარეცხვისგან.

მინისტრმა და გუბერნატორმა ანაკლიის სასტუმროს მშენებლობაც მოინახულეს. ორიგინალური დიზაინის 11 სართულიანი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა 7000 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს. სასტუმროში იქნება 100-მდე კეთილმოწყობილი ნომერი. იფუნქციონირებს ორი რესტორანი, კაფე-ბარები, დიდი და მცირე საკონფერენციო დარბაზები, საცურაო აუზი და ა.შ. სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებს შპს ”სახელმწიფო სამშენებლო კომპანია” ახორციელებს. სასტუმრო-კომპლექსის სამუშაოებზე 150-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობაც ადგილობრივი მოსახლეობაა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ტარყაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ირაკლი აგლაძეს 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს (VIDEO)1
ტაიფუნი “ბოლავენი” რუსეთს უახლოვდება2
აღმაშენებლის განახლებული გამზირი3
თაკო ჩარკვიანი: კულტურის სამინისტროში გაუნათლებელი ხალხის ყოფნას ვეწინააღმდეგები4
3 612 269 ხმა დათვლილია, ბოლო მონაცემები ცესკოდან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X