Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის დოკუმენტების მიღება გამარტივდა
13:16 27.04.2012
დღის სიახლეები

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტების მიღება კიდევ უფრო გაუმარტივდათ.

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურის დახმარებით, უცხოეთში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ ამა თუ იმ საბუთის მისაღებად საქართველოში მყოფ პირს გაუფორმოს მინდობილობა, ან საბუთის გასაცემად გამოხატონ თანხმობა.

აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით, დღეს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა ბრიფინგი გამართა.

„ადრე, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საბუთის მისაღებად  უწევდა რთული და ხანგრძივი პროცედურის გავლა, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. იგი უნდა მისულიყო ადგილობრივ ნოტარიუსთან (ან საკონსულო დაწესებულებაში), საქართველოში მყოფ წარმომადგენელზე უნდა გაეფორმებინა მინდობილობა, შემდეგ დაემოწმებინა აპოსტილით, გამოეგზავნა საქართველოში, ეთარგმნათ საბუთი, წარმომადგენელს უნდა მიეღო ცნობა, დაემოწმებინა აპოსტილით და გაეგზავნა განმცხადებლისთვის”,- განაცხადა გიორგი გაბრიელაშვილმა

მინდობილობის საფუძველზე, საქართველოში მყოფი პირი უფლებამოსილია აიღოს   სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობები: დაბადების,  ქორწინების, განქორწინების, სახელის/გვარის შეცვლის, მამობის დადგენისა და შვილად აყვანის მოწმობები. გარდა ამისა, ახალი სერვისის თანახმად, მინდობილ პირს შეუძლია აწარმოოს განქორწინების რეგისტრაციის პროცედურები, განახორციელოს სამოქალაქო აქტის მონაცემების  შესწორება და სხვა.

რაც შეეხება ამა თუ იმ დოკუმენტის გასაცემად საჭირო თანხმობის გამოხატვას, საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეს შეუძლია თანხმობა გამოხატოს არასრულწლოვან პირზე პასპორტის გაცემასთან დაკავშირებით,  16–18 წლამდე პირის ქორწინების რეგისტრაციის შესახებ, არასრულწლოვანი პირის სახელის/გვარის შეცვლასთან დაკავშირებით, მის საკუთრებაში არსებულ ბინაში პირის  რეგისტრაციასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზე. 

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პრემიერის განცხადების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკლვლევა დაიწყო1
ბოკერია და უგულავა პარტიას „ევროპული საქართველო“ უერთდებიან2
ჯონ კერის ხანმოკლე ვიზიტი საქართველოში3
დევიდ პეტრეუსი: პუტინი ჩვენი მეგობარი არ არის4
ჩუგოშვილი: პრეზიდენტის ადმინისტრაციის კრიტიკა არ ვიცი რითია გამოწვეული5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X