დღეს,
წეროვანში
ახალგორიდან
დევნილი ვალერი ბაშარულის ოჯახს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი ესტუმრნენ.
ვალერი
ბაშარული საბერძნეთში 5 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. 2010
წელს იგი საქართველოში დაბრუნდა და მცირე ბიზნესი წამოიწყო სამინისტროსთან არსებული ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის
- ქართველი
დაბრუნებული
მიგრანტების
რეინტეგრაციისა
და საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულების განხორციელების მხარდასაჭერად” ხელშეწყობით.
სუბელიანის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ნებისმიერი ადამიანისთვის,
რომელიც
არალეგალურად
იმყოფება ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე და ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოში, ხელმისაწვდომია.
"ეს ადამიანი
საბერძნეთიდან
დეპორტირებული
ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, ამავდროულად დევნილია. მან მიიღო 2 000 ევრომდე გრანტი იმისათვის, რომ ფერმა მოეწყო და გოჭები შეეძინა.მისი წლიური შემოსავალი ბიზნესპროექტის მიხედვით განსაზღვრულია
20-25 000 ლარამდე
და ეს კიდევ გაფარდოვდება. ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც არალეგალურად იმყოფება ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე და ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოში, ეს ხელმისაწვდომია“.
- განაცხადა
კობა სუბელიანმა.
ფილიპ დიმიტროვის თქმით კი, ევროკავშირის პროექტი "მიზნობრივი ინიციტივა საქართველოსთვის“ კვლავ გაგრძელდება.
"მნიშვნელოვანია ამ ხალხისთვის
დახმარების
გაწევა. ეს არის მათთვის სტიმული, რომ წამოიწყონ მცირე ბიზნესი და ჰქონდეთ შემოსავალის საკუთარი წყარო. ევროკავშირის პროექტი "მიზნობრივი ინიციტივა საქართველოსთვის“
კვლავაც გაგრძელდება და საშუალებას მისცემს იმიგრაციაში მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირებს დაბრუნდნენ სამშობლოში, დასაქმდნენ და ჰქონდეთ საკუთარი ბიზნესი“ - განაცხადა ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა.
Internet.ge