GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სასამართლომ შპს ”აკა”-ს საქმის განხილვა დაასრულა
19:36 30.04.2012
დღის სიახლეები
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, 2012 წლის 27 აპრილს, სასამართლომ დაასრულა სამოქალაქო საქმის განხილვა დავით ძოწენიძის სარჩელის გამო, მოპასუხე შპს ”აკა”-ს მიმართ. მხარეებს შორის დავის საგანს მოსარჩელისათვის საწარმოს - შპს ”აკას” მოგებიდან და მისი პარტნიორებისგან კუთვნილი დივიდენდების მიღება, ასევე პარტნიორთა უკანონო მფლობელობიდან,  გადაცემული დივიდენდების გამოთხოვასა და მოსარჩელისათვის გადაცემას წარმოადგენდა.

საქმე ეხება შპს ”აკაში ” ერთ-ერთი პარტნიორის, დავით ძოწენიძის დარღვეულ  უფლებას, კერძოდ კი საწარმოში კუთვნილი წილის აღდგენას.  თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბერის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე საწარმოს პარტნიორი და 20%-იანი წილის მფლობელია მისი დაფუძნების დღიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე,  ამჯერად მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებით,  2004  წლიდან დღემდე, საწარმოს მოგებიდან კუთვნილი 20%-იანი წილის დივიდენდები მოითხოვა. მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის პოზიციას და განაცხადა, რომ  მოსარჩელის მოთხოვნა დივიდენდებთან დაკავშირებით ხანდაზმულია და მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. ასევე მოპასუხემ განმარტა, რომ საწარმოს  ქონება წარმოადგენს არა პარტნიორების, არამედ  საზოგადოების საკუთრებას, შესაბამისად, პარტნიორებისთვის თანხების დაკისრება არამართებულია. 

მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპით მიმდინარე სასამართლო სხდომისას, სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიიჩნია, რომ  მოსარჩელის მოთხოვნა   უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან,  კანონიერ ძალაშია შესული პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დავით ძოწენიძე  ცნობილ იქნა შპს ”აკას” კაპიტალში 20%-იანი წილის მესაკუთრედ, მას როგორც პარტნიორს  ”მეწარმეთა შესახებ” საქარათველოს კანონის თანახმად აქვს დივიდენდების მიღების უფლებაც.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიმდინარეობისას მოსარჩელის მიერ   ჩატარებული  აუდიტორული დასკვნის საფუძველზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2004 წლიდან დღემდე მიუღებელი დივიდენდები,  სულ 859 195, 20 ლარი.  დივიდენტების დაანგარიშება განხორციელდა იგივე  წესით, რომელიც მითითებული იყო შპს ‘’აკას" მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნაში. 

აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი: ცხინვალში მომდგარია რუსული ჯარი1
სააკაშვილი: ხაინდრავა ცოცხებზე ჯერ კიდევ მაისში საუბრობდა2
ვანო მერაბიშვილი: ამ დღეებში გაიგებთ ვინ აპირებს საქართველოში დაბრუნებას3
მიხეილ სააკაშვილი: ამ ყველაფერს თამაზ თამაზაშვილი უკვეთავდა4
არასამთავრობო ორგანიზაციები: ფონდ „ქომაგის“ საქმიანობის „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირება ხდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X