GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დასაქმებულთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს პროფკავშირები მანიფესტაციით აღნიშნავს
10:36 01.05.2012
დღის სიახლეები

დასაქმებულთა საერთაშორისო სოლიდარობის  დღეს – 1 მაისს  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მანიფესტაციით აღნიშნავს.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, აქცია – მანიფესტაციაში მონაწილეობას მიიღებს 10 000 აქციის მონაწილე მანიფესტანტი, რომლებიც 16:00 საათზე, ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან. მანიფესტაციის მონაწილენი რუსთაველის პროსპექტის გავლით მივლენ პარლამენტის შენობასთან, სადაც 17:00 საათზე თემატურ საპროტესტო მიტინგს გამართავენ.

აქცია–მანიფესტაციის მონაწილეებს გამოტანილი ექნებათ სხვადასხვა სახის მოთხოვნების შემცვლელი ტრანსფარანტები და ლოზუნგები.მიტინგის დამთავრების შემდეგ კი, აქციის მონაწილენი მიიღებენ მიმართვას ქვეყნის პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტისადმი.

„პროფესიული კავშირები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური-ეკონომიკური კრიზისის ფონზე დასაქმებულთა შრომითი, სამართლებრივი და ეკონომიკური უფლებების დაცვის მოთხოვნა სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს.

დასაქმებულთა საერთაშორისო სოლიდარობის  დღეს – 1 მაისს  საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება კი, ხალხმრავალი მანიფესტაციით აღნიშნავს, რადგანაც  კვალავ აქტუალურია ის საკითხები, რის გამოც მეორე ინტერნაციონალის პარიზის კონგრესმა მიიღო დადგენილება „პირველი მაისის დემონსტრაციის ყოველწლიურად ჩატარების შესახებ“, რომელიც პირველად 1890 წელს აღინიშნა“,- აცხადებენ გაერთიანებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისში სასტუმრო "მილენიუმი" აშენდება1
იუსტიციის სამინისტრო ბაჩო ახალაიას პროკურატურაში ყოფნის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს2
ნაადრევი სიბერით დაავადებულ ბავშვებს გამოჯანმრთელების იმედი ეძლევათ (FHOTOS)3
მეცნიერების მტკიცებით ქვეყნის აღსასრულის ზუსტი დრო ცნობილია4
თბილისის რამდენიმე ქუჩას 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X