GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გოგონათა გუნდებს შორის საკალათბურთო ჩემპიონატი ჩატარდა
11:13 01.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, რომელიც მოზარდებში სპორტის პოპულარიზაციას გულისხმობს, თბილისის მე-100 საჯარო სკოლის გოგონათა ნაკრებსა და ზესტაფონის გოგონათა გუნდს შორის კალათბურთში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი 2015 წლის ოლიმპიადისთვის გოგონათა  კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრთა შერჩევა იყო.

სასკოლო ჩემპიონატი თბილისის მე-100 საჯარო სკოლისა და  კალათბურთის ფედერაციის  ორგანიზებით ჩატარდა. ფინალურ შეხვედრას თბილისის ვიცე-მერი ანდრია ურუშაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე, მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეჯიბრის დაწყებამდე, მე-100 სკოლის კურსდამთავრებულებმა, ყოფილმა კალათბურთელებმა  საჩვენებელი თამაში გამართეს.

ნათია ჯოხაძის განცხადებით, ასეთი შეხვედრები სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწობს ხელს, ასევე ემსახურება მოზარდებს შორის სპორტული რესურსის გამოვლენას და მათ წახალისებას.

2011 წელს სამინისტროს მიერ ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლება განხორციელდა, შეიქმნა შესაბამისი სასწავლო პროგრამა, მოხდა პედაგოგების გადამზადება, კეთილმოეწყო ინფრასტრუქტურა, ამით პროცესი მოსწავლეებისთვის უფრო საინტერესო და აზარტული გახდა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 30 ოქტომბრისთვის1
ნეპალში ავიაკატასტროფას 11 ადამიანი ემსხვერპლა2
ინტერპოლმა ერაყის ექს-პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა3
გოგონათა გუნდებს შორის საკალათბურთო ჩემპიონატი ჩატარდა4
Facebook-ზე პარლამენტის ვირტუალური თავმჯდომარის არჩევნები კვლავ ჩატარდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X