GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოში მოხალისეთა მშვიდობის კორპუსის ახალ ჯგუფი ჩამოდის
10:21 02.05.2012
დღის სიახლეები

დღეს, საქართველოში მოხალისეთა მშვიდობის კორპუსის ახალ ჯგუფი ჩამოდის.

აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით,  მოხალისეებს 16:30 საათზე, თბილისის აეროპორტში აშშ-ის ელჩის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი დახვდება.

აღნიშნული ჯგუფი წინასამსახურებრივ მომზადებას ივლისში დაასრულებს. მას შემდეგ, რაც ჯგუფი მუშაობას შეუდგება, საქართველოში მომსახურე მშვიდობის კორპუსის მოხალისეთა რიცხვი 94-მდე გაიზრდება.

მშვიდობის კორპუსი საქართველოში 2001 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ 434 მოხალისე მოავლინა. დღევანდელი ჯგუფი მეთორმეტეა, რომელიც საქართველოში იმსახურებს. ჯგუფში ინგლისური ენის 34 მასწავლებელი და არასამთავრობო და სოციალური განვითარების სექტორის 9 კონსულტანტია გაერთიანებული. ორწლიანი მუშაობის დაწყებამდე ჯგუფის წევრები ქართულ ენასა და კულტურაში, აგრეთვე ტექნიკურ, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თერთმეტკვირიან წინასამსახურებრივ მზადებას გაივლიან. ამ დროის განმავლობაში, ისინი ქართულ ოჯახებში იცხოვრებენ, რათა საქართველოს უკეთ შეეგუონ.

ორი წლის განმავლობაში მოხალისეები აჭარის, გურიის, სამეგრელოს, რაჭის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის საშუალო სკოლებში, აგრეთვე არასამთავრობო და სოციალური განვითარების მხარდამჭერ ორგანიზაციებში იმუშავებენ. მოხალისეები ქართველ პარტნიორ მასწავლებლებთან ითანამშრომლებენ და ადგილობრივ თემს დაეხმარებიან.

მშვიდობის კორპუსი საქართველოში, საქართველოს მთავრობის მოწვევით მუშაობს. მშვიდობის კორპუსი კვალიფიციური ადამიანური რესურსებით ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობასა და საქართველო-ამერიკის მეგობრობის გაღრმავებას ემსახურება.

მშვიდობის კორპუსი 1961 წელს პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ დაარსა. ორგანიზაცია მსოფლიოს უზიარებს შეერთებული შტატების ყველაზე ძვირფას რესურსს - ამერიკელ ხალხს. მოხალისეები აშშ-ის საზოგადოების სხვადასხვა სოციალური ფენიდან ამერიკის მრავალფეროვნების მაგალითს წარმოადგენენ. ნახევარ საუკუნეზე მეტია, მშვიდობის კორპუსის მოხალისეები ისწრაფვიან, ხელი შეუწყონ მშვიდობასა და მეგობრობას მთელ მსოფლიოში.

1961 წლიდან დღემდე, მშვიდობის კორპუსში 200,000-ზე მეტმა მოხალისემ მსოფლიოს 139 ქვეყანაში იმსახურა და ადგილობრივ მოსახლეობას უკეთ გააცნო ამერიკული კულტურა. დღეს, მშვიდობის კორპუსის 9,095 მოხალისე ევროპის, აფრიკის, აზიის, კარიბის ზღვის აუზის, ცენტრალური და სამხრეთი ამერიკის 75 ქვეყანაში მსახურობს.


Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა ზუგდიდში სანდრა ელისაბედ რულოვსმა გახსნა1
უმცირესობა პარლამენტის შენობის დასრულებისთვის საჭირო თანხის მოძიების ინიციატივით გამოდის2
ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის შესახებ3
ვაკო ავალიანი: დაინიშნება ბატონი ირაკლი მინისტრად და გაიგებთ ვიქნები თუ არა მისი მოადგილე4
ცესკოს პირველადი მონაცემებით მმართველი პარტიის მაჟორიტარობის გამარჯვებული კანდიდატები5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X