GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სუდანიდან მილიონამდე ქრისტიანს აძევებენ
11:06 27.03.2012
დღის სიახლეები

ასობით ათასმა სუდანელმა ქრისტიანმა 3 კვირის განმავლობაში უნდა მოასწროს და დატოვოს ქვეყანა, რომელმაც მათ მოქალაქეობა უკვე გაუუქმა. ულტიმატუმი 700 ათას ადამიანს ეხება.

ქრისტიანებმა 8 აპრილამდე უნდა დატოვონ „მკაცრად ისლამური“ სახელმწიფო სუდანი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ განიხილავენ, როგორც უცხოელებს, რაც ძალიან საშიშია „იმ რეჟიმის პირობებში, რომელიც უკიდურესად მტრულია არამუსულმანი და არა არაბი ხალხისადმი დამოკიდებულებაში“ - წერს Barnabas Fund.
ამასთან, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ ქრისტიანები, რომლებიც დარჩებიან სუდანში, დევნასა და იძულებით რეპატრიაციას დაექვემდებარებიან, ანუ, მათ უბრალოდ გააგდებენ.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვეყნიდან მასობრივი გასვლა ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს, რადგან სუდანში ვითარება, ისევე, როგორც ახალაღმოცენებულ სამხრეთ სუდანის რესპუბლიკაში, კვლავ მძიმეა.

„მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი სამოქალაქო ომი დამთავრდა და სამხრეთ სუდანი განცალკევდა, ქრისტიანები ორივე ქვეყანაში ისევ იტანჯებიან“ - აღნიშნავს Barnabas Fund-ის დირექტორი პატრიკ სუხდეო.
სამხრეთ სუდანში მატულობს დაძაბულობა, რადგან სწორედ იქ გარბის ათასობით სუდანელი, სადაც ომარ ალ-ბაშირის სასტიკი რეჟიმი მძვინვარებს. მას ქვეყნის სრული ისლამიზება და არაბიზაცია სურს. სამხრეთ სუდანი კი სასურსათო კრიზისის ზღვარზეა, რის გამოც, გაეროს მონაცემებით, მილიონი ადამიანი შესაძლოა, შიმშილობის მსხვერპლი გახდეს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
23 ადამიანი ცოცხლად დაიწვა1
17 დეკემბერს ნიქოზში მცხოვრებ ვეტერანებს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდებათ2
საქართველოს პატრიარქს ამ დროისთვის ოპერაცია არ ესაჭიროება3
ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეებმა საკრებულოსთნ კარვების გაშლა სცადეს4
დევნილები და სოციალურად დაუცველი პირები მე-8 დღეა შიმშილობენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X