GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სანზონაში ახალი პროფესიული კოლეჯი შენდება
13:27 03.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს, დავით გურამიშვილის გზატკეცილზე ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.

ახალი კოლეჯის მშენებლობა გასული წლის დეკემბერში დაიწყო და 2012 წლის სექტემბრისთვის დასრულდება. ”მერმისი” მსურველებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პირველ 3 საფეხურს შესთავაზებს.  კოლეჯი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება. კეთილმოეწყობა კოლეჯის ეზო და აშენდება სახელოსნოები.

კოლეჯი სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად აღიარებულ შემდეგ პროგრამებს განახორციელებს: სასურსათო პროდუქტების ეკოლოგიური კონტროლის სპეციალისტი; კალატოზი; მეფილე-მომპირკეთებელი; მებათქაშე; ელექტრიკოსი; მღებავი; დურგალი; სავალი ნაწილის ტექნიკოსი; ძრავის შემკეთებელი; სამკერვალო ნაწარმის  სპეციალისტი; სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი; თექის ხელოსანი; შემდუღებელი; მეავეჯე; მზარეული.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მაღალკვალიფიციური პროფესიული კადრების  მომზადება სახელმწოფო პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად, სამინისტრო  პროფესიული განათლების განვითარების კუთხით მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს. სამინისტრო ზრუნავს როგორც კოლეჯების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებასა და რეაბილიტაციაზე, ასევე იმაზე, რომ პროფესიული საგანმანთლებლო დაწესებულებების მიერ  მომზადებული კადრები  შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობდნენ.

ამ დროისათვის კი, ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა1
ქუბრიაშვილი “ტულონის” სამეოთხედფინალო განაცხადშია2
მიწისძვრა დმანისში3
ბიოლოგების დასკვნით, თაგვები მელოდიას კარგად იმახსოვრებენ4
ივანიშვილმა საქართველოს ხელისუფლებას 6 პუნქტიანი მოთხოვნა წამოუყენა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X