GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიგრაციისა და თავშესაფრის პანელის შეხვედრა გაიმართა
14:44 03.05.2012
დღის სიახლეები

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი მიგრაციისა და თავშესაფრის პანელის მეორე სამუშაო შეხვედრა დღეს გაიმართა.

ღონისძიებას ერთობლივად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, ევროკომისიამ და გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურმა სამსახურმა უმასპინძლა. შეხვედრის პარტნიორი კი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატია.

ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით, შეხვედრის მთავარი მიზანი უცხოელთათვის ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების სისტემის განხილვა და ქვეყნებს შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაა.

კონფერენცია ევროკომისიის წარმომადგენელმა რობ როზენბურგმა გახსნა. საქართველოს მხრიდან, კონფერენციის მონაწილეებს მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა და გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის უფროსის მოადგილემ მიქაელ გრისბექმა.

შეხვედრის მონაწილეები დღესვე, რუსთავის იუსტიციის სახლს მოინახულებენ და მარტყოფში თავშესაფრის მაძიებელთა განთავსების ცენტრს ეწვევიან.

შეხვედრაში მონაწილეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ჩართული ყველა სახელმწიფო და ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც უშუალოდ მუშაობენ მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხებზე საქართველოში (გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD).

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისში სასტუმრო "მილენიუმი" აშენდება1
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას აცხადებს2
იუსტიციის სამინისტრო ბაჩო ახალაიას პროკურატურაში ყოფნის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს3
ნაადრევი სიბერით დაავადებულ ბავშვებს გამოჯანმრთელების იმედი ეძლევათ (FHOTOS)4
პრეზიდენტმა თელავში იუსტიციის სახლი და „ნადიკვარის“ პარკი გახსნა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X